მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 155 კუბი
  • ფასი: 7830 ლარი
05
რას უნდა ელოდო, როცა სკუტ სკუტის ოჯახის წევრი ხდები
August 13, 2024
თუ საუკეთესო ტრანსპორტზე გადაჯდომის დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მიიღე, მაშინ დროა, ამ საუკეთესო ტრანსპორტს ყველაზე სწორ ადგილას მიაგნო. ჰოდა, ეს სწორი ადგილი ბევრისთვის კარგად ნაცნობი სკუტ სკუტის შოურუმია, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოგონებებში ძალიან ძვირფას ადგილს იკავებს. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ როცა ორბორბლიან ტრანსპორტზე გადმოჯდომის გადაწყვეტილებას იღებ, უბრალოდ პროდუქტს კი არა, ცხოვრების სრულიად ახალ წესს ყიდულობ და ფეხს სრულიად ახალ სამყაროში დგამ. ჰოდა, ეგ ფეხი არ უნდა აგიცდეს, თუ გინდა, რომ ახალი ცხოვრება საუკეთესო გამოცდილებით დაიწყო. დავიწყოთ იმით, რომ შოურუმში შემობიჯების პირველივე წამს რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ხდები, რასაც, შესაძლოა, იმ მომენტში ვერ გრძნობდე, მაგრამ დროდადრო აუცილებლად იგრძნობ - იგრძნობ, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი ხარ, სადაც შენი პირადი ტრანსპორტი ყველას ზუსტად ისე უყვარს, როგორც შენ და სადაც ყველა მზად არის, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაუზარებლად დაგეხმაროს. სკუტ სკუტის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებსაც გაგიჟებით უყვართ თავიანთი მომხმარებლებიც და პროდუქტებიც და რომლებიც სულ ცდილობენ, სწორი პროდუქტი სწორ ადამიანთან დააბინავონ, თან ისე, ყველა რომ კმაყოფილი დარჩეს და თან ისე, ერთხელ და ორჯერ კი არა, ამ ტრანსპორტის სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ყველა ხარვეზის მოგვარებაში რომ დაგეხმარონ. ერთი სიტყვით, სკუტ სკუტში ნაყიდი ტრანსპორტი შოურუმს ბოლომდე არასდროს ტოვებს, რადგან სკუტსკუტელი ჯადოქრები თავიანთი ჯადოსნური ჯოხებით ყველგან გამოგყვებიან, ყველგან მოგიკითხავენ და შენს ახალ შენაძენს შენთან ერთად გამოზრდიან. მერე რა ხდება? მერე ხდება ის, რომ ეს ოჯახი უფრო და უფრო ფართოვდება. იმის მისახვედრად დიდი დრო არ დაგჭირდება, რომ სკუტ სკუტი ათასობით სკუტერისა და მოტოს მძღოლს აერთიანებს, რომლებსაც, გაგიკვირდებათ და, ერთმანეთის ყველაზე მეტად ესმით, რადგან ერთნაირი თუ არა, მსგავსი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ. ჰოდა, წელიწადში რამდენჯერმე ამ ერთნაირ ადამიანებს საყოველთაო შეკრებებზე ერთად ვუყრით თავს, სადაც ერთმანეთს ჩვენს ისტორიებსა და გამოცდილებას ვუზიარებთ, ქუჩებს ერთად ვლაშქრავთ და მთელ ქალაქს ვაგებინებთ, რომ სულ მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. გარდა იმისა, რომ ორთვლიან ტრანსპორტზე შემოჯდომის პირველივე წამიდან ერთ დიდ თერაპიულ თავგადასავალში ეშვები, სადაც თითოეული მგზავრობა ჰაერისა და სიამოვნების ტალღების სინთეზია და სადაც სამყაროს ბევრად უფრო გრძნობ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას, არის კიდევ ერთი რაღაც: ურთიერთობა. ურთიერთობა არის ის ერთადერთი მუდმივი რამ, რომელიც ამ ტრანსპორტზე ჯდომისას სულ თან დაგყვება - ყველა მოსახვევში, ყველა შუქნიშანზე და ყველა ქუჩაზე. საჭესთან ხომ მარტო ზიხარ, მაგრამ ბოლომდე მარტო მაინც არასდროს ხარ, რადგან რომელიმე შუქნიშანზე აუცილებლად გაგიღიმებს სხვა სკუტერის მძღოლი, აუცილებლად დაგისიგნალებს ვიღაც, ვისაც ზუსტად შენნაირი სკუტერი ჰყავს, აუცილებლად გამოგელაპარაკება რომელიმე კურიერი და აუცილებლად გისურვებს მშვიდობიან გზას, გკითხავს რამდენი ხანია, რაც მძღოლი ხარ და თუ რამე შეგეშლება, აუცილებლად აუღელვებლად აგიხსნის და საჭირო თუ გახდა, არც გრძელი დიალოგისთვის გაჩერებას დაიზარებს. მოკლედ, ეს უხილავი ოჯახი ყოველთვის ყველგან არსებობს და სკუტ სკუტის უპირველესი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვოს და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას. ორთვლიანი ტრანსპორტის მძღოლობას კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი ახლავს თან - ამ სიამოვნებას საკუთარ თავზე როცა გამოცდი, მერე მოსვენებას კარგავ და დაუოკებელი სურვილი გიპყრობს, რომ სხვებსაც გააგებინო, სხვებსაც ურჩიო, სხვებსაც ასწავლო და სხვებსაც შეაგრძნობინო. ეს სურვილი არც სკუტსკუტელებს გვასვენებს, რის გამოც ჩვენ და ჩვენი სტაჟიანი მეგობრები თვეში რამდენჯერმე უფასო სწავლების დღეებს - ე.წ „სკუტერის დღეებს ვაწყობთ. „სკუტერის დღეებზე“ დამწყებ და გამოუცდელ ადამიანებს სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვაში ვეხმარებით, საბაზისო ცოდნას ვუზიარებთ და ვცდილობთ, პირველი ნაბიჯები ლამაზ და დაუვიწყარ მოგონებად ვუქციოთ. „სკუტერის დღეებზე“ ბევრ შეშინებულ სახეს ნახავთ, რომლებიც დღის ბოლოს სიამაყითა და ბედნიერებით იცვლება, რადგან ადამიანები, რომლებიც ჩვენთან სასწავლად მოდიან, ტერიტორიას გაცილებით მამაცები ტოვებენ და ჩვენც მათ თვალებსა და აღელვებულ ხმის ტემბრში ყოველთვის ვხედავთ დიდ ცვლილებებს - ვხედავთ, რომ სულ მალე აუცილებლად გაბედავენ მეტს, აუცილებლად აიხდენენ ოცნებებს და აუცილებლად იქროლებენ ქალაქის ქუჩებში ლაღად და თავისუფლად. ჰოდა, სკუტსკუტელებს (ანუ სკუტ სკუტსა და ჩვენს მეგობარ მომხმარებლებს) რამდენიმე რაღაც გვაერთიანებს: თავისუფლება, მეგობრობა და აღმოჩენები. სულ რომ მარტო იყო, კითხვები რომ გქონდეს, რაიდისთვის პარტნიორს რომ ვერ პოულობდე ან უბრალოდ საუბარი რომ გინდოდეს, ჩვენთან მეგობარს აუცილებლად იპოვი. იპოვი და თან რამდენს! ერთსა და ორს კი არა, ათეულებსა და ასეულებს, რადგან დღითი დღე ვიზრდებით, ვიზრდებით და სულ მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!
2152 ნახვა
გააზიარე Facebook