მენიუ
ka
ka
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 160 კუბი
  • ფასი: 6500 ლარი
01
მსუბუქი, კომფორტული და ეკონომიური სკუტერი გამორჩეული დიზაინით და ფერებით
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 5100 ლარი
02
ახალი რეი ზიარი, ჰიბრიდული ძრავით, ლედ განათებით და ბლუთუსით
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 5250 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 5000 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 5900 ლარი
05
300 ლარიანი ფასდაკლება ყველა მეორად სკუტერზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
01
300 ლარიანი ფასდაკლება ყველა მეორად სკუტერზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
02
300 ლარიანი ფასდაკლება ყველა მეორად სკუტერზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
04
300 ლარიანი ფასდაკლება ყველა მეორად სკუტერზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
05
15 050 ლარი 16 555 ლარის ნაცვლად ფასდაკლება წინასწარ ჯავშნებზე!
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2022
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 16555 ლარი
01
8800 ლარი 9700 ლარის ნაცვლად ფასდაკლება წინასწარ ჯავშნებზე!
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2022
  • ძრავი: 184 კუბი
  • ფასი: 9700 ლარი
02
7800 ლარი 8300 ლარის ნაცვლად ფასდაკლება წინასწარ ჯავშნებზე!
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2022
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 8300 ლარი
03
12 665 ლარი 13 575  ლარის ნაცვლად ფასდაკლება წინასწარ ჯავშნებზე!
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2022
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 13575 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 155 კუბი
  • ფასი: 9900 ლარი
05
როგორ მოვუაროთ მეორად სკუტერს
May 12, 2020

...დაა შენ შეიძინე მეორადი სკუტერი სკუტ სკუტში

ეხლა რა ხდება?

გარდა იმისა, რომ ეხლა თავისუფალი ტრანსპორტით უნდა დატკბე და წახვიდე ყველგან, სადაც გაგიხარდება თითქმის უფასოდ და უმტკივნეულოდ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შენი სკუტერის მოვლის სულ რამოდენიმე რჩევა სკუტ სკუტისგან: გარანტია - შენი სკუტერი არის იაპონიაში დაბადებულ/გაზრდილი, შესაბამისად ყველა ნაწილი აქვს ან ორიგინალი ან ორიგინალთან მიახლოებული იაპონური გამოშვების. თან ეს სკუტერი სწორედ სკუტ სკუტში იყიდე და 1 თვის განმავლობაში შეგიძლია იარო არხეინად, რადგან თუ ვინიცობაა და ძრავზე ან ძირითად ელექტრო ნაწილებზე რაიმე ისეთი ტიპის პრობლემა გამოჩნდა, რომელიც ჩვენს გამოცდას გაეპარა და თავი იჩინა გარანტიის პერიოდში, ჩვენ შენს სკუტერს უფასოდ გამოვასწორებთ. ხშირად გვიყვარს ხოლმე თქმა, რომ მეორად სკუტერზე 1 თვიანი გარანტია იმიტომ კი არ გვაქვს, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ არაფერი მოუვა, არამედ იმიტომ, რომ, დარწმუნებულები ვართ, რომ მეორად სკუტერს შესაძლოა რაიმე პრობლემა აღმოაჩნდეს და რადგან არ გვინდა, რომ შენ, პირველი სკუტერის ეიფორია არ ჩაგიმწაროს ესეთმა პრობლემამ, მის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ მთლიანად ჩვენ. ამ ყველაფრისთვის მთავარია: 1) ზეთი გამოცვალო წაყვანამდე. აი ის 30 ლარი რომელიც დაგამატებინეთ ყიდვისას, სწორედ ამას ემსახურებოდა. რადგან არ ვიცით, როდის გამოიცვალა ბოლოს ზეთი, გვირჩევნია ვიყოთ მშვიდად და ვიცოდეთ, რომ ზეთი ახალი გამოცვლილია. 2) არ ააძრო სკუტ სკუტის პლომბი სტიკერები 1 თვის განმავლობაში. შენ წარმოიდგინე და არსებობენ თაღლითები, რომლებიც ჩვენი გარანტიის პირობებით ბოროტად სარგებლობენ. ამისგან დასაცავად გვაქვს პლომბი სტიკერები, რომლებითაც უმალ მივხვდებით, თუ რაიმე ნაწილი გამოიცვალა ჩვენი ცოდნის გარეშე. 3) ნებისმიერი პრობლემის გამოჩენისას ძალიან საჩქაროდ დაგვიკავშირდე ჩვენ და გაიგო შეიძლება თუ არა სკუტერის ექსპლუატაცია გააგრძელოთ, თუნდაც ჩვენთან მოყვანამდე. სხვა მოვლის პირობებს რაც შეეხება, სკუტ სკუტი გირჩევთ შემდეგს: გახურება: სკუტერის მოვლა საკმაოდ მარტივია, სკუტ სკუტის რეკომენდაციაა, ცივი ძრავი გაახუროთ ხოლმე ზაფხულში 1-2 წუთის, ხოლო ზამთარში 4-5 წუთის განმავლობაში, გახურება, რა თქმა უნდა, გჭირდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ძრავი ცივია, მაგალითად დღის დასაწყისში ან საღამოს, სამსახურიდან გამოსვლისას. ზეთის ცვლა: აუცილებლად შეცვალეთ ზეთი ყოველ 1000-1500 კილომეტრში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, იმისთვის, რომ სკუტერმა დიდი ხნის განმავლობაში გასიამოვნოთ. ქურდობა: ნუ დატოვებთ სკუტერს დაუბმელს ღამის განმავლობაში. დღისით მოპარვის ფაქტები უკიდურესად იშვიათია, ქურდები ძირითადად ღამით მუშაობენ. საუკეთესოა თუ გაქვთ ფარეხი, რომელიც იკეტება. თუ გაქვთ დაცული ეზო ან სადარბაზო, ესეც მშვენიერია, მაგრამ თუ სკუტერის ქუჩაში დაყენება გიწევთ, უმჯობესია დააყენოთ კამერებით აღჭურვილ შენობასთან და აუცილებლად დააბათ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სიგნალიზაციით, რომელსაც უკვე ბევრი კომპანია აყენებს და არ ჯდება ძვირი. ზამთარში შენახვა: თუ აპირებთ სკუტერის დიდი ხნით მიტოვებას, განსაკუთრებით ზამთარში, ჩვენი რჩევა იქნება შემდეგი: 1) გაავსოთ ბენზინის ავზი ბენზინით, რომ არ დაიჟანგოს. 2) ჩახსნათ აკუმულატორი ან იდეალურ შემთხვევაში ამოიღოთ და შეინახოთ სახლში. 3) გადააფაროთ რაიმე, რათა დაიცვათ ფილტრი და კარბურატორი მტვრისგან და არ მოგიწიოთ შემდეგ ამ ნაწილების წმენდა. 4) დიდი ხნის უმოძრაოდ ყოფნის შემდეგ, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი და გაატარეთ დიაგნოსტიკა მცოდნე ადამიანთან, სასურველია ისევ და ისევ ჩვენთან. მგონი ბევრი არ არის. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, შეგიძლია იყო მშვიდად და არხეინად. ამ ყველაფერს რთულად ნუ შეხედავ, სკუტერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ცხოვრებას გაგიმარტივებს და უფრო გაგიფერადებს. მეორადი სკუტერები შეგიძლია ნახო აქ: მეორადი სკუტერები თუ შენ ჩვენგან სხვა სკუტერი იყიდე, წაიკითხე მისი მოვლის პირობები შემდეგ ლინკებზე: როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ სკუტერს. როგორ მოვუაროთ ვესპას ახალ სკუტერს. როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ მოტოციკლს.

მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

2619 ნახვა
გააზიარე Facebook