ახალი, ძლიერი, ორიგინალური და ენერგიით სავსე ვესპა GTS SUPER 300 SPORT უკვე ჩვენს შოურუმშია. თუ მზად ხარ შენს ორბორბლიან თავგადასავლებს დაუმატო ჯანსაღი გრძნობა და სული, გადმოჯექი ნამდვილი იტალიური ხასიათის და ხარისხის ვესპაზე და აჩვენე მსოფლიოს რისგან ხარ შექმნილი სინამდვილეში.
ახალ ვესპას აქვს როგორც პრიალა, ასევე მატი ფერების სქემის დიდი ასორტიმენტი. ასევე სპორტული გრაფიკა და მბზინავი შავი დეტალები და ჩანართები, რაც შესანიშნავი აქცენტია ნებისმიერი ფერის არჩევის შემთხვევაში. მისი კომფორტული სავარძელი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის მასალისგან კონტრასტული ნაკერებით.
ვესპა ჯითიეს სუპერ სპორტს აქვს Vespa Mia აპლიკაციის მხარდაჭერა, რომელიც იყენებს Bluetooth-ს შენი სმარტფონის სკუტერის ელექტრონიკასთან დასაკავშირებლად. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის სტატისტიკაზე გაძლევს წვდომას, არამედ ნიშნავს, რომ შეგიძლია განახორციელო და მიიღო ზარები, შეტყობინებები და მართო შენი ფლეილისთი სახელურიდან ხელების აღების გარეშე.
ვესპას ამ მოდელს აქვს 300 კუბიანი მაღალი სიმძლავრის ძრავი და ახალი ელექტრონული ინექციის PFI (Port Fuel Injection) საწვავის მიწოდების სისტემა, რაც მატებს სკუტერს გაუმჯობესებულ მართვადობას და ასევე საწვავის მოხმარების და ხმაურის შემცირებას. გარდა ამისა, ახალი ანალოგური LCD ინსტრუმენტების პანელი გაძლევს წვდომას მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის უამრავ დეტალზე, რაც ნებისმიერ ქალაქში გასვლას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.