უკვე ინჟექტორზე
ყველასთვის საყვარელი სკუტერი აპრილი სრ150-ის გაუმჯობესებული, 2021 წლის მოდელი, აპრილია სრ160 და სრ125 ჩვენ შოურუმში გელოდება!
გარდა დამატებული და გაუმჯობესებული საწვავის მოწოდების სისტემისა (ინჟექტორი) აპრილია ესარ 160-ს, ესარ 150 თან შედარებით, აქვს უფრო მეტი, კუბატურა, ცხენის ძალა და გაწევა (თორქი). ეს საშუალებას აძლევს სკუტერს, ინჟექტორის მიუხედავად იყოს ისევ ისეთი ქარიშხალივით სწრაფი.
აპრილია იტალიური ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდია სკუტერების წარმოებაში. ვესპას ბიძაშვილის, აპრილიას, სკუტერები სიჩქარით და სპორტული ვიზუალით გამოირჩევა.
დიდი ბორბლები, წინა მუხრუჭი დისკზე, აბს და წარმოუდგენელი სიჩქარე აპრილიებს უფრო კომფორტულს ხდის არა მარტო ქალაქში და ავტობანზე, არამედ იდეალურია ოფ როუდ გზებისთვის.
სკუტერის ონლაინ განვადებით შეძენამდე, გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ მარაგის შესამოწმებლად.