წაიკითხე
ჩვენი საოცარი თავგადასავალი
იმოგზაურე ჩვენთან ერთად
სკუტერების თაობა საქართველოდან
თავდაპირველად
იყო სკუტერი
თავდაპირველად იყო სკუტერი და სკუტერი იყო მთელი ქვეყანა და მთელი ქვეყანა თავად იყო სკუტერი. ყველაფერი შექმნა მან და არაფერი შექმნილა მის გარეშე. და თქვა სკუტერმა იქმნას გზაი და იქნმა იგი.
და თბილისში სკუტ სკუტი გამოჩნდა
2016 წლიდან დავიწყეთ სკუტერების გაქირავების სერვისით, დაახლოებით ერთ წელიწადში შემოვიყვანეთ ვესპას და ჰონდას ახალი სკუტერები. 2019 წელს საქართველოში პირველად სკუტ სკუტის მაღაზიაში ჰონდას ახალი, დაბალკუბიანი, მოტოციკლებიც გამოჩნდა. შემდეგ კი იამაჰას და აპრილიას ბრენდები დავამატეთ. ჩვენთან შეგიძლია იყიდო სკუტერი ან მოტოციკლი, საქართველოში ყველაზე დიდი, 12000კმ გარანტიით. ასერომ თუ ორბორბლიანი ტრანსპორტის ყიდვა გაქვს დაგეგმილი, ჯობს ჩვენს შოურუმში გამოიარო. ჩვენი შოურუმი შეგიძლია თბილისსა და ბათუმში იპოვო.
სკუტ სკუტში შეგიძლიათ იპოვოთ ქალაქის ცოცხალი და თავისუფალი ტრანსპორტი ნებისმიერ ფასად. ჩვენ შემოგყავს როგორც მეორადი, ასევე ახალი სკუტერები და მოტოციკლები.
ჩვენს შოურუმში საპატიო ადგილს ლეგენდარული სტილისა და ხასიათის მქონე სკუტერებს შორის ყველაზე გამორჩეული, გამძლე და ლამაზი ვესპა იკავებს.
თუმცა ხარისხითა და გამძლეობით არც ჰონდას სკუტერები და მოტოციკლები ჩამოუვარდებიან მას, რაც არ უნდა იყოს ჰონდა ჰონდაა.
ჩვენი ხედვა და მიზანი
ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს გასკუტერიანებაა, რადგან ღრმად გვწამს, რომ სკუტერი ზუსტად ის ტრანსპორტია, რომელიც თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება. ის იდეალური ტრანსპორტია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ სამყაროში. მარტივი, სწრაფი, თავისუფლებით და სიცოცხლით სავსე სკუტერი პირველივე დაჯდომისას თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება.
ჩვენ გვჯერა, რომ სუუულ ძააალიან მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!