სუზუკი ბურგმანი ერთ ერთი ყველაზე კომფორტული სკუტერია როგორც ქალაქში ასევე შორ გზაზე სასიარულოდ. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:
▪️კომფორტული ჯდომის პოზიცია - დიდი ადგილით ფეხებისთვის და ორდონიანი სკამით - ბურგმანი კომფორტულია შენთვისაც და შენი მგზავრისთვისაც.
▪️ტევადი საბარგული - გრძელ გზაზე (და არა მარტო) ტევადი საბარგული სკუტერზე და საერთოდ ყველა ტრანპოსრტზე ძალიან მნიშვნელოვანია. ბურგმანის საბარგულის ტევადობა 21.5 ლიტრია.
▪️ტელეფონის დატენვის საშუალება - 12 ვოლტიანი დამუხტვის სისტემით სკუტერზე ნებისმიერი ტექნიკის დატანვაა შესაძლებელი
▪️წვა - ბურგმანის წვა 2 ლიტრია 100კმზე, გარდა ამისა სუზუკის სკუტერები E20-ის საწვავის ტიპს შეესაბამება, რომელიც ეკო მეგობრულია.
▪️სტოპ-სტარტ სისტემა - სკუტერს გაჩერებისას ქვრება, რაც სკუტერის წვას ამცირებს, ხოლო გაზის მიცემით მარტივად ისევ იქოქება.
▪️ლედ განათება, 8,7 ცხენის ძალა და ციფრული სპიდომეტრი სუზუკი ბურგმანს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის!