ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც სტუდენტი ხარ, დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია. ლექციებს შორის სირბილი, გამოცდებისთვის მზადება და სამსახურში გრაფიკის მორგება ხშირად ისე გვძაბავს, რომ დღე ფაქტობრივად თავბრუდამხვევ მარათონს ემსგავსება. თითქოს ყოველთვის სადღაც გეჩქარება, გამუდმებით გიწევს გრაფიკის შესწორება, რომ ბალანსი დაიცვა. ყოველივე ამის უკან კი არის ერთი უხილავი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მთელ პროცესს დირიჟორობს -
გადაადგილება.
ხომ იცით, როგორი დამღლელია, როცა დილით ლექციაზე აგვიანებ და კიდევ უფრო სტრესული ხდება ის, რომ გიწევს ავტობუსის ლოდინი ან საცობში გაჭედვა?
სწორედ ამ ფიქრმა მიბიძგა ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე – სკუტერის შეძენამდე.
თავიდან ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა თავისუფლად ვაცხადებ: ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო! დროის ეკონომია, მოქნილობა და ის ფაქტი, რომ ახლა ყველაფერს ჩემი ტემპით ვაკეთებ, მთლიანად ცვლის ჩემს ყოველდღიურობას. აქამდე რომ მეგონა, ტრანსპორტირება უბრალოდ აუცილებელი რუტინა იყო, ახლა უკვე ვიცი –
სკუტერი არა მხოლოდ გადაადგილების, არამედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებაცაა.
ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა პირადი გამოცდილება, რომელმაც დამანახა ის, რაც ამ პატარა ტრანსპორტს ნამდვილად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
1. სიჩქარე
არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა დილით 20 წუთში უკვე ლექციაზე უნდა იყო, შენ კი ჯერ კიდევ საწოლში გძინავს. სკუტერით, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია. ნებისმიერ დანიშნულებამდე დროულად მისვლის გზა შემდეგ 3 ელემენტიან ფორმულაზე გადის:
ჩაიცვი, ჩაფხუტი დაიხურე და ვუჰუ! 10 წუთში უკვე უნივერსიტეტში ხარ, თან დილით ყავის დალევასაც მოასწრებ. საცობები? რა საცობები? სკუტერით ყველაფერი შესაძლებელი ხდება, იქნება ეს ლექცია, მეგობრებთან შეხვედრა თუ სამსახურში წასვლა. მაშინ, როდესაც სიჩქარე და დროულობა ყველაზე საჭიროა, პრაქტიკულად, სკუტერი შენი ნამდვილი „სასწრაფო დახმარება“ ხდება. დანიშნულების ადგილზე მისულს კი შერცხვენილს აღარ გიწევს თავის მართლება, რომ საცობში მოხვდი, ავტობუსმა გაგასწრო ან ვითომდაც მოხუც ქალბატონს ეხმარებოდი გზაზე გადასვლაში.
2. მეტი ძილის დრო
დამეთანხმებით, რომ სტუდენტისთვის ძილი ისეთივე იშვიათი და ფასეულია, როგორც უფასო ლანჩი. ახლა წარმოიდგინე, რომ შეგიძლია, ის ძვირფასი დილის წუთები, რომელსაც ჩვეულებრივ პირდაპირ ისვრი ავტობუსის ლოდინში ან საცობში, უბრალოდ ძილში გაატარო! სკუტერი ამ საქმეში ნამდვილი გმირია – იღვიძებ 20 წუთით გვიან, და მაინც ლექციაზე დროულად ხვდები. უფრო მეტი ძილი = უფრო ნაკლები სტრესი და მეტი კონცენტრაცია ლექციებზე (ან თუნდაც მეტი ძალა მეგობრებთან გართობისთვის!).
სკუტერი ფაქტობრივად დამატებითი Snooze-ის ღილაკი ხდება შენს ცხოვრებაში!
3.სიიაფე
ფული სტუდენტისთვის ხომ საერთოდ მაგიური ცნებაა – ერთი თვე გგონია, რომ კარგად გათვალე და დაგეგმე ყველაფერი, მერე კი უცებ აღმოაჩენ, რომ ყველა შენი თანხა ყავასა და მგზავრობაში ჩაიკარგა. მაგრამ აი, სკუტერი ამ კუთხითაც ნამდვილი ხსნაა!
თავიდან შეიძლება იფიქრო, რომ ტრანსპორტის ყიდვა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ რეალობა სხვანაირია. თუ ისეთი მოხერხებული (თანაც საკმაოდ ლამაზი) სკუტერის ყიდვაზე იფიქრებ, როგორიც
Yamaha Fascino-ა, ნახავ, რომ მისი ყოველთვიური განვადება შეიძლება სულ რაღაც 200 ლარი დაგიჯდეს (
https://scootscoot.ge/product/yamaha-fascino/ <-- მეტი საწრმუნოებისთვის, ესეც ლინკი).
თუ კი დღის დიდი ნაწილის გარეთ გატარება გიწევს და ყავის მოყვარულიც ხარ, მაშინ დარწმუნებული ვარ, გეცოდინება, რომ ეს ფასი თვიურად ცივ ყავაში დახარჯული თანხის ტოლია, რომ აღარაფერი ვთქვათ, მგზავრობის, დაგვიანებისას ტაქსის გამოძახების, ლანჩების და სხვა მოულოდნელი აუცილებლობის ხარჯებზე.
4. ეკონომიური
გარდა იმისა, რომ ფასი ნამდვილად სტუდენტური ბიუჯეტის ფარგლებშია, საწვავის ხარჯი მინიმალურია - სკუტერის "გასავსებად" იმდენი საწვავი გჭირდება, რომ მისი ღირებულება სუპერმარკეტში ჩიფსის ფასს შეგვიძლია გავუტოლოთ. ერთ ჩასხმაზე მთელი კვირა ისე ივლი, ავზი არც კი დაგეცლება.
უბრალოდ წარმოიდგინე, რომ საწვავის ხარჯი ისეთივე მცირეა, როგორიც პარასკევს დილით შენი ლექციებზე დასწრების მოტივაცია.
5.მოქნილობა
სკუტერის მოქნილობაზე საუბრისას პირველ რიგში ის მახსენდება, როგორ მივქრივარ უნივერსიტეტიდან სამსახურში და მერე მეგობრებთან ისე სწრაფად,
თითქოს ქალაქში გზები პირადად ჩემთვისაა დაგებული. სტუდენტური ცხოვრება ხომ მუდმივი გადარბენაა – ლექცია, მერე სამსახური, მერე მეგობრებთან „რაღაცის“ დაგეგმვა... ამ გიჟურ გრაფიკში კი სკუტერი ნამდვილი მაშველია. უნივერსიტეტში თუ გშია და ხუთწუთიანი შესვენებაზე გაქცევა გინდა კაფეში, სკუტერი გაძლევს თავისუფლებას, სწრაფად გადახტე, მიხვიდე, მოასწრო და ისევ ლექციაზე გაჩნდე, ვითომც არაფერი. და რაც ყველაზე კარგია – მეგობრებთან „გადარბენა“ კიდევ უფრო მარტივია! ერთ წამში შენს საყვარელ კაფეში ხარ, მერე წიგნების მაღაზიაში, მერე ივენთზე... მოკლედ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, სკუტერი ჩემი, როგორც სტუდენტის, ნამდვილი საიდუმლო იარაღი გახდა ამ გადატვირთულ სამყაროში.
6.მარტივი პარკინგი
თუ ოდესმე უნივერსიტეტში მანქანით წასულხარ, ან მეგობრს გაყოლილხარ, ალბათ, გეცნობა ის მომენტი, როცა ლექციაზე დროულად მიდიხარ, მაგრამ პარკინგის ძებნაში მაინც დაგიგვიანია. ჰოდა, სკუტერისტებს ეგ პრობლემა არ გვაქვს! პარკინგი? რა პარკინგი? სკუტერი შეგიძლია პრაქტიკულად ყველგან ჩაატიო – უნივერსიტეტის კართან, კაფეს წინ, ან თუნდაც შენი მეგობრის სადარბაზოსთან.
სკუტერით პარკინგისას არც ნერვიულობა და არც დროის დაკარგვა არ გიწევს, უბრალოდ, ჩამოდიხარ, აჩერებ და მზად ხარ! მეტი კომფორტი, მეტი მოქნილობა და ნაკლები ნერვიულობა – სწორედ ისე, როგორც სტუდენტური ცხოვრება უნდა იყოს!
7. სტრესისგან თავის დაღწევის საშუალება
სტუდენტური ცხოვრება ისეა გადატვირთული, რომ სტრესიც თან მოჰყვება – ლექციები, გამოცდები, სამსახური და მეგობრებთან ურთიერთობა ერთ დიდ ქაოსში იზრდება. სწორედ აქ შემოდის სკუტერი, როგორც ნამდვილი სტრესის ანტიდოტი. სკუტერზე ჯდები, ჩაფხუტს იხურავ და როგორც კი ჰაერის სუფთა ნაკადს იგრძნობ, ყველა პრობლემა გვერდზე ინაცვლებს. იმ მომენტში, როცა გზაზე დაფრინავ, აღარ ფიქრობ გამოცდებამდე დარჩენილ დროზე ან დაუსრულებელ დავალებებზე.
თანაც, წარმოიდგინე, რა მაგარია, როცა დღის ბოლოს, ისევ სკუტერზე ჯდები და ქალაქის ქუჩებს მშვიდად მიმავალი ტოვებ ყველა სტრესს უკან.
სკუტერით მოგზაურობას მოსდევს განტვირთვა, მოულოდნელი შვება და რაც მთავარია, ახალი დღის დასაწყებად სრული მზადყოფნა. ეს ყველაფერია, რაც სტუდენტურ ცხოვრებისეულ ქაოსს დაგავიწყებს. და რაც მთავარია, ყველაფერი ის, რაც საშუალებას გაძლევს, დაივიწყო ყველა სირთულე და უბრალოდ დატკბე მგზავრობით.
8.ჰიდენ ჯემების აღმოსაჩენად
გიფიქრია ოდესმე, რომ შენი ქალაქი უფრო მეტ საიდუმლო ადგილს მალავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? სკუტერით გადაადგილება ამის აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა! როდესაც შენი ორთვლიანი მეგობრით ქალაქის ქუჩებში იწყებ ხეტიალს – სწორედ მაშინ ხვდები, რომ ის სავსეა "ჰიდენ ჯემებით“, პატარა კაფეებით, ულამაზესი ბაღებით და ისეთი მყუდრო კუთხეებით, რომლებიც სხვა ტრანსპორტით ვერასდროს ნახავდი.
მანქანებით იქ ვერ შეხვალ, სადაც სკუტერით თავისუფლად შეძვრები. წარმოიდგინე, როგორ დადიხარ ვიწრო ქუჩებში, მიგყავს სკუტერი და მოულოდნელად თითქოს კარგად ნაცნობ ადგილებში, სრულიად ახალ სივრცეებს აღმოაჩენ, რომლებზეც მანამდე არც კი გსმენია.
9. Be your own superhero - cool and fun
წარმოიდგინე, რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი, ვიდრე ლექციაზე დროულად მისვლა. სწორია, სკუტერით მისვლა! სკუტერი არა მხოლოდ ტრანსპორტის სუპერგმირი ვერსიაა, არამედ ისიც არის, რაც სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მაგარ და მხიარულს ხდის - სწრაფი და 1000%-ით უფრო სახალისო. გარდა გართობისა, სკუტერი ზუსტად ისაა, რაც სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მაგარ გამოცდილებად აქცევს.
სკუტერი გიჩენს იმ განცდას, რომ ნებისმიერი გზა შეიძლება აქციო საკუთარ შთამბეჭდავ თავგადასავალად. მართალია, სწავლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ორთვლიანი ტრანსპორტით სიარული ყველაზე მხიარული და მაგარი გზა კამპუსის ცხოვრების გამოსაცდელად და გასახალისებლად.
10. ერთი დიდი ოჯახი
სკუტერით გადაადგილება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა.
ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც გაძლევს საშუალებას, უფრო ახლოს იყო კამპუსის ატმოსფეროსთან, მეგობრებთან და სხვა რაიდერებთან. ყველაზე მაგარი ის არის, რომ სკუტერი გაძლევს შესაძლებლობას, იყო სტუდენტური ცხოვრების შუაგულში, ისე, რომ თავს ყველაზე კომფორტულად და თანაც, ერთიანობის ნაწილად გრძნობ!
სკუტერმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა – არანაირი ლოდინი, არანაირი გადამეტებული ხარჯები და რაც მთავარია, სრული თავისუფლება გადაადგილებაში. ახლა აღარ ვნერვიულობ იმაზე, თუ როდის მოაღწევს ავტობუსი ან რამდენი ხანი ვიქნები საცობში. ჩაფხუტს ვიკეთებ, სკუტერზე ვჯდები და თავისუფლად მივდივარ იქ, სადაც მინდა. სკუტერი ჩემთვის არა მხოლოდ დროის დაზოგვაა, არამედ ჩემი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც.