ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ უნდა გახდე სასურველი სკუტერის მფლობელი, სულ რამოდენიმე წუთში.
1. თავდაპირველად, შეარჩიე საშენო სკუტერი ჩვენს ვებგვერდზე
ყველა სკუტერის მონაცემის, ვიზუალის და ფასების პოვნა სკუტ სკუტის საიტზე შეგიძლია. ამის შემდეგ შეგიძლია მოგვწერო მესენჯერში, დაგვირეკო ან გამორგვიარო შოურუმში,
ახალი სკუტერის შემთხვევაში ფერის შესარჩევად, ხოლო
მეორადის კონკრეტული სკუტერის სანახავად, რადგან მეორადები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და ხშირად მათი ვიზუალური მდგომარეობა და ფერი არ ემთხვევა საიტზე არსებულ ფოტოებს.
2. გადმოწერე სფეისის აპლიკაცია და დარეგისტრირდი
ახლა უკვე სკუტერი შერჩეული გაქვს და სფეის განვადების გასაკეთებლად შეგიძლია მოემზადო. სფეისი არის სრულად ციფრული ბანკი, რომელსაც არ აქვს ფილიალები და მხოლოდ აპლიკაციის სახით არსებობს. სფეისში მომხმარებლების რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა ფინანსური სერვისის მიღება შესაძლებელია პირდაპირ აპლიკაციიდან. მათ შორის შეგიძლია ისარგებლო სფეის განვადებითაც, რა თქმა უნდა სახლიდან გაუსვლელად. რეგისტრაციისთვის სულ 2 წუთი დაგჭირდება.
3. დაასკანერე QR კოდი და დაადასტურე შემოსავლები
გადმოწერის შემდეგ, საკმარისია დაასკანერო QR კოდი სფეისის აპლიკაციიდან და მიჰყვე ინსტრუქციას. თან, არ დაგავიწყდეს, სფეისში პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია შემოსავლების დადასტურება, შემოსავლების სამსახურში. შემოსავლად გეთვლება ყველაფერი: ხელფასი, იჯარა, მომსახურების ანაზღაურება.
4. არ გადაიხადო საკომისიოები
სკუტერის სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში, არ გადაიხდი არც განვადების გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოებს. ასევე სფეისში შეგიძლია ისარგებლო სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით, რომლის დროსაც ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს. უბრალოდ მის ღირებულებას ყოფ სამ ნაწილად და ანაწილებ მომდევნო სამ თვეზე. მაგალითად, თუ სკუტერი ღირს 1800 ლარი, თანხა გაიყოფა 3 ტოლ ნაწილად და ყოველთვიურად გადაიხდი 600 ლარს, არც ერთი თეთრით ზედმეტს.
5. მოირგე გრაფიკი შენზე
თუ ხვდები, რომ სამ თვეში ვერ ფარავ უპროცენტო განვადებით სარგებლობისთვის საჭირო თანხას, შეგიძლია გადახვიდე სტანდარტულ გრაფიკზე. ამ შემთხვევაში განვადების ვადა 3 თვიდან 48 თვემდეა და მას თავად ირჩევ.
6. გაიყვანე შენი ახალი მეგზური
განვადების გააქტიურების შემდეგ შეგიძლია შენს სკუტერსაც მოაკითხო.სკუტერის გასაყვანად გამოგვიარე შოურუმში, ჩვენ დაგახვედრებთ გამზადებულ დოკუმენტებს და რაღა თქმა უნდა, შენს ახალ მეგზურს - სკუტერს.
მაშ ასე, უკვე იცი თუ როგორ იყიდო სკუტერი მარტივად და კომფორტულად. ახლა უკვე შეგიძლია სკუტერის შერჩევაც დაიწყო
ახალი სკუტერები
მეორადი სკუტერები
მოტოციკლები