მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7100 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7300 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4880
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 160 კუბი
  • ფასი: 6580 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7200 ლარი
05
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
არ არის მარაგში
01
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
02
ლენოვოს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 25-30 კმ
  • ფასი: 1299 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
04
სეგვეის ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 40 კმ
  • ფასი: 1549
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 312 კუბი
  • ფასი: 15993 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 185 კუბი
  • ფასი: 6990 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4350
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 313 კუბი
  • ფასი: 17157 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 8990
05
ელექტრო ველოსიპედები სკუტ სკუტში
November 6, 2023
ველოსიპედი ისეთი რამეა, ყველას რომ უყვარს, იმის მიუხედავადაც კი, იცი თუ არა ტარება ან გადაგიხეხავს თუ არა მუხლები ტარების სწავლის პროცესში. ჰოდა, ეს ორი ბორბალი (და ზოგისთვის ოთხიც) თითქოს ბავშვობასთან, სილაღესთან, სიმსუბუქესთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. სანამ გერმანელი ბარონი კარლ ფონ დრაისი XIX საუკუნეში პირველ ველოსიპედს შექმნიდა, მისი მარტივი მოდელი XV საუკუნის იტალიელმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა. კარლ ფონ დრაისის მიერ შექმნილი პირველი ველოსიპედი ხის ცხენს წააგავდა და არც საჭე ჰქონდა, არც პედლები და ცოტა რთული სათქმელია, დღევანდელი გადმოსახედიდან ველოსიპედი რომ ერქვა საერთოდ. მერე, დროთა განმავლობაში ველოსიპედის პირველი წარმონაქმნი დაიხვეწა, შელამაზდა, მოლამაზდა და დღევანდელ ველოსიპედად გარდაისახა. ოღონდ, დღევანდელ ველოსიპედებსაც აქვთ თავიანთი კატეგორიები და ამ კატეგორიებიდან საუკეთესო - ელექტრო ველოსიპედები ამიერიდან სკუტ სკუტში იქნება თავმოყრილ-შემზადებული პოტენციური პატრონებისა და ახალი თავგადასავლებისთვის. სკუტ სკუტის მთავარი მიზანი რომ ქვეყნის გასკუტერიანებაა, კი გეცოდინებათ და ეგ თუ იცით, ისიც გეცოდინებათ, რომ სულ მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჰოდა, მივხვდით, რომ ქვეყნის გაორბორბლიანებაში ველოსიპედების წვლილიც დიდია და თუ არ არის, აუცილებლად უნდა იყოს. ამიტომ, სკუტერებისა და მოტოების გვერდით, შოურუმში, პირდაპირ ინდოეთიდან ჩამობრძანებულ ელექტრო ველოსიპედებსაც იხილავთ და ერთხელ რომ იხილავთ, მერე ვეღარც დაივიწყებთ, იმიტომ, რომ HERO LECTO-ს ორბორბლიანი სილამაზეები მარტო ლამაზები კი არ არიან, თან არაერთ ძალიან მაგარ ტექნიკურ მახასიათებელსაც აერთიანებენ.    

HERO LECTRO

Hero Lectro ყველა თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი ბრენდის, იმ Hero-ს შვილობილი ბრენდია, რომლის ლეგენდარული Xpulse 200 ჩვენს შოურუმსაც ამშვენებს და თბილისისა და არამარტო თბილისის ქუჩებსაც. ჰოდა, ჰიროსადმი ნდობის გამო, და იმის გამოც, რომ ჰირო ლექტრო ბაზრის ყველაზე ინოვაციური, ეკომეგობრული და ხარისხიანი ბრენდია, სწორედ მისი ელექტრო ველოსიპედები შევარჩიეთ თქვენი ყოველდღიურობის გასაორბორბლიანებლად.  

რა განსხვავებაა ელექტრო ველოსიპედსა და ტრადიციულ ველოსიპედს შორის?

და მაინც, რა განსხვავებაა ელ-ველოსიპედსა და ჩვეულებრივ, ტრადიციულ ველოსიპედს შორის? გარეგნულად თვალის ერთხელ და ორჯერ შევლებით, შეიძლება, განსხვავება ვერც დაინახოთ, იმიტომ, რომ ამ განსხვავების დანახვას ველოსიპედის სკამზე მოკალათება და სულ მცირე მანძილის გავლა სჭირდება. მთავარი, რაც მათ გამოარჩევს, ტექნოლოგიური გამართულობაა - შიდა ბატარეები, პატარა ძრავები, სენსორი, კონტროლის მექანიზი და დისფლეი მთლიანობაში ისეთ გამოცდილებას ქმნის, როგორსაც ტრადიციული ველოსიპედი ვერ შექმნიდა. ელექტრო ველოსიპედს აქვს ძრავა, რომელიც პედლებს დამატებით ენერგიას აწვდის და გადაადგილების პროცესს ამსუბუქებს. პედლებისადმი ძრავის ენერგიის წახმარების კონტროლი ყოველთვის შესაძლებელია და სხვადასხვა რეჟიმებს შორის გადართვასაც მარტივად შეძლებთ. ანუ  თუ პედლების ტრიალით მოგინდებათ გართობა, ველოსიპედი თქვენი ენერგიის ხარჯზე ივლის, მაგრამ როგორც კი დაიღლებით, აღმართს მიადგებით ან რაიმე სხვა დაბრკოლება მიგახვედრებთ, რომ პირადი რესურსები აღარ გყოფნით, მხსნელად ძრავა მოგევლინებათ და ყველა აღმართსა და დაბრკოლებას ფრთაშესხმული გადააფრინდებით. ელ-ველოსიპედს აქვს სენსორიც, რომელიც ძრავას პედლების ტრიალისა და დახმარების საჭიროების შესახებ ინფორმაციას გადასცემს. სენსორი შეიძლება ორი ტიპის იყოს: კადენციის და ბრუნვის. კადენციის სენსორი პედლების ტრიალს აიდენტიფიცირებს და თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დახმარების დონეს იყენებს, ხოლო ბრუნვის სენსორი თქვენ მიერ გამოყენებულ ძალას ზომავს და დამატებით გაწვდით ენერგიის იმ დონეს, რაც განსაზღვრულ დონემდე აგიყვანთ. მთლიანობაში, გადაადგილება გაცილებით მარტივი, სასიამოვნო და ბუნებრივი ხდება. რაც შეეხება ბატარეას, დატენვა საკმაოდ მარტივია და დამუხტვას საშუალოდ 3-დან 6 საათამდე სჭირდება. მთავარი უპირატესობა ალბათ მაინც ისაა, რომ ელექტრო ველოსიპედით მინიმუმ 25-30 და მაქსიმუმ 90+ კილომეტრის დაფარვაც კი შესაძლებელია, მოდელიდან გამომდინარე. დისტანციის ეს რეინჯი ელ-ველოსიპედის გამოყენების არეალს აფართოებს და ნებისმირი ცხოვრების სტილის ადამიანს ერგება. თან არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ ველოსიპედი და მათ შორის ელ-ველოსიპედიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სატრანსპორტო საშუალებაა და მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ზედმეტ წონას, ავითარებს კუნთებს, ამცირებს დაავადებების რისკს და აუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას. ბონუსად, არც გარემოს დააზიანებთ გამონაბოლქვით და ყველაზე ეკომეგობრული ტრანსპორტით იმოძრავებთ თბილისის საცობებით გადაჭედილ ქუჩებში (და არამარტო). ჰოდა, ერთი სიტყვით, თუ ორბორბლიან ტრანსპორტზე გინდა გადმოჯდომა და თუ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს ეძებ, ელექტრო ველოსიპედი აუცილებლად უნდა მოიკითხო - თან, მართვის მოწმობაც არ დაგჭირდება და ტესტ-რაიდსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. დაათვალიერე ახალი მოდელები აქ.
265 ნახვა
გააზიარე Facebook