მენიუ
ka
ka
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4200 ლარი
არ არის მარაგში
01
მსუბუქი, კომფორტული და ეკონომიური სკუტერი გამორჩეული დიზაინით და ფერებით
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4900 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 4900 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 5900 ლარი
04
შენი მომავალი კომფორტული და ეკონომიური მეგზური
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4900 ლარი
05
ჰონდას გამძლეობა და ეკონომიურობა
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
04
ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
იამაჰას ახალი მოტოვიკლი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 6500 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 162.71 კუბი
  • ფასი: 6700 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2021
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4900 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 250 კუბი
  • ფასი: 9500 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2020
  • ძრავი: 155 კუბი
  • ფასი: 8500 ლარი
05
როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ მოტოციკლს
May 12, 2020

...დააა შენ შეიძინე ჰონდას მოტოციკლი,

გიხარია და ერთი სული გაქვს შემოახტე და წახვიდე ქვეყნის დასალიერში. საითაც არ უნდა მიგიწევდეს გული, თან წაიღე ჩვენი რეკომენდაციები, თუ როგორ მიხედო ან არ მიხედო შენს რაშს. პირველ რიგში, მინდა მოგიწონო არჩევანი, ჰონდას მოტო არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და უხვრესურსიანი ორბორბლიანი ტრანსპორტი, რაც შეგეძლო გეყიდა საქართველოში. მასზე შეგიძლია შემოხტე და იარო გაუჩერებლად. მოდი პირველ რიგში გარანტიაზე გეტყვი და მერე გავაგრძელოთ გაუჩერებლად სიარულზე: ალბათ ოფისშიც აგიხსნეს, გარანტია გაქვს 12000 კილომეტრი ან 1 წელი, რომელიც მალე დადგება. გარანტია გაქვს ძრავზე, კოლოფზე და ელექტრო ნაწილებზე, ასე რომ ბოდიში მუხრუჭებო და ამორტიზაციავ. გარანტიის პერიოდში, ზეთიც გამოცვლაც და სხვა სერვისებიც აუცილებლად უნდა უტარდებოდეს მხოლოდ ჩვენთან. ამასთან, ზეთი აუცილებლად უნდა ეცვლებოდეს "აბკატკის" მერე ყოველ 3000 კილომეტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარანტიო მომსახურებაზე შეგვიძლია უარი განვაცხადოთ. ყურადღება მიაქციე სკუტ სკუტის პლომბ სტიკერებს, რომლებიც იქ ტყუილად არ არის. ეს არის ჩვენთვის მტკიცებულება, რომ გარანტიის პერიოდში ვიღაც უცხო ტიპი ხელებს არ უფათურებს მოტოსთვის მნიშვნელოვან ნაწილებს. თუ მოგიძვრა, აუცილებლად დაგვიკავშირდი, რომ არ შეგექმნას პრობლემა საგარანტიო მომსახურებაზე. გასახმარისება (ე.წ. აბკატკა) შენი მოტოს ძრავი არის ახალი, ის დაქოქეს სულ რამოდენიმე წუთით ქარხანაში შემოწმებისას და ასევე სულ რამოდენიმე წუთით ჩვენთან შემოწმებისას. ახალ ძრავს კი უყვარს ფაქიზად მოპყრობა. ჰოდნას მოტოციკლებზე აბკატკას გავდივართ დაახლოებით 750-1000 კილომეტრის განმალობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ იარო ჩქარა და რაც უფრო მნიშვნელოვანია არ იარო ძრავის მაღალი დატვირთვით. საუკეთესო იქნება, თუ მოტოციკლის აქსელერატორის სახელურს გასახმარისების პერიოდში გადაწევ დაახლოებით ნახევარ ბრუნზე, იმის მიხედვით თუ რა ძრავზეა შენი მოტო, სწორ ზედაპირზე, ერთი ადამიანით, დაახლოებით 50-90 კილომეტრ/საათამდე ივლი. იქსბლეიდის ან სხვა ტახომეტრიანი მოტოციკლის შემთხვევაში 5-6000 ბრუნზე ზევით ნუ აიყვან. გახურება: მიუხედავად იმისა, მოტო ახალია თუ ძველი, ცივი ძრავის გახურება მნიშვნელოვანია. გასახმარისების პერიოდში, ძრავის გახურება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან, როგორც ზევით აღვნიშნეთ ყველა ახალ ძრავს ძალიან დიდი სიფაქიზით უნდა მოვეპყრათ. თუ შენს მოტოს აქვს მექანიკური სასი (ე.წ. პადსოსი), აუცილებლად გამოწიე ცივზე დაქოქვისას, დაელოდე დაახლოებით 1-2 წუთი ზაფხულში და 4-5 წუთი ზამთარში და მხოლოდ ამის შემდეგ შეწიე და დაიწყე მგზავრობა. კარგი იქნება, თუ ამ ნაწილს ჩვევად იქცევ და გასახმარისების შემდეგაც გაახურებ ხოლმე ძრავს. თუ შენს მოტოს აქვს ელექტრონული სასი (ე.წ. პადსოსი) უბრალოდ დაქოქე და აღნიშნული დროის განმავლობაში ნუ დაძრავ მოტოს. გასახმარისების მანძილის გავლის შემდეგ, აუცილებლად უნდა შეცვალო ზეთი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მოტოციკლის ჩვეულ ექსპლუატაციაზე. ეს საკმაოდ მცირე კომპრომისია, იმასთან შედარებით, თუ რამხელა რესურსით მოგემსახურება მოტო გასახმარისების შემდგომ. რაც შეეხება მოტოს მომდევნო პერიოდში მოვლას, ჩვენი რეკომენდაციები შემდეგია: ზეთის გამოცვლა: გასახმარისების შემდეგ, შეცვალე ზეთი ყოველ 3000 კილომეტრში ან უფრო ნაკლებში. გარანტიის პერიოდში ზეთი აუცილებლად იცვლება მხოლოდ ჩვენთან, თუ უფრო ხშირად გამოცვლი ზეთს, აგაშენებს ღმერთი, უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ 3000 კმ-ს არ გადააჭარბო ზეთის გამოუცვლელად. გაწმინდე და გაზეთე ცეპი, ყოველ ჯერზე, როცა დაგისველდება. ამ სერვისის გატარება ჩვენთანაც შეგიძლია, შენითაც და სხვა ხელოსანთან და არ მოქმედებს გარანტიაზე. უბრალოდ სკუტერისგან განსხვავებით მოტოციკლს ასეთი რუტინული საქმე ახასიათებს. ყველას ვინც ამ მომსახურებაში 10 ლარზე მეტს გამოგართმევს, თითებზე სახაზავი დაარტყი. გრძელ გზაზე წასვლის წინ, აუცილებლად შეამოწმე ზეთი, ცეპი და საბურავები. ყველა ჰონდას მოტოციკლი, რომელსაც ვყიდით, ჰაერზე გრილდება, ამიტომ, დაახლოებით 2 საათიანი გადაბმული სიარულის შემდეგ, შენც და მოტოსაც დაახლოებით 15 წუთიანი დასვენება და გაგრილება არ გაწყენდათ. ჰაერის გაგრილების გამო, ნუ მოერიდები გრძელ გზაზე სიარულს, დამიჯერე, ვერაფერს დამართებ, ეს მოტოციკლი, ჩვენზე გაცილებით ცხელ ქვეყნებში, გაცილებით მეტს დადიან, ვიდრე შენ გაივლი წილხვედრში. ორიგინალი ნაწილები: დააკვირდი ხელშეკრულებასთან ერთად მოცემულ სერვისის ცხრილს, იქ არის რეკომენდაციები, დაახლოებით რამდენ ხანში ერთხელ მოგიწევს სხვადასხვა ცვეთადი ნაწილების შეცვლა. გახსოვდეს, რომ გარანტიის პერიოდში სავალდებულოა მხოლოდ ჩვენთან ჩაუტარდეს სერვისი და ამის მერეც, შენს ჰონდას მოტოციკლზე სკუტ სკუტში ყველაზე კარგად მოგემსახურებით, რადგან მხოლოდ ჩვენ გვაქვს ჰონდას ორიგინალი ნაწილები. სხვა მოვლის პირობებს რაც შეეხება, სკუტ სკუტი გირჩევთ შემდეგს: ქურდობა: ნუ დატოვებთ სკუტერს დაუბმელს ღამის განმავლობაში. დღისით მოპარვის ფაქტები უკიდურესად იშვიათია, ქურდები ძირითადად ღამით მუშაობენ. საუკეთესო თუ გაქვთ ფარეხი, რომელიც იკეტება. თუ გაქვთ დაცული ეზო ან სადარბაზო, ესეც მშვენიერია, მაგრამ თუ სკუტერის ქუჩაში დაყენება გიწევთ, უმჯობესია დააყენოთ კამერებით აღჭურვილ შენობასთან და აუცილებლად დააბათ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სიგნალიზაციით, რომელსაც უკვე ბევრი კომპანია აყენებს და არ ჯდება ძვირი. ზამთარში შენახვა: თუ აპირებთ სკუტერის დიდი ხნით მიტოვებას, განსაკუთრებით ზამთარში, ჩვენი რჩევა იქნება შემდეგი: 1) გაავსოთ ბენზინის ავზი ბენზინით, რომ არ დაიჟანგოს. 2) ჩახსნათ აკუმულატორი ან იდეალურ შემთხვევაში ამოიღოთ და შეინახოთ სახლში. 3) გადააფაროთ რაიმე, რათა დაიცვათ ფილტრი და კარბურატორი მტვრისგან და არ მოგიწიოთ შემდეგ ამ ნაწილების წმენდა. 4) დიდი ხნის უმოძრაოდ ყოფნის შემდეგ, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი და გაატარეთ დიაგნოსტიკა მცოდნე ადამიანთან, სასურველია ისევ და ისევ ჩვენთან. მგონი ბევრი არ არის. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, შეგიძლია იყო მშვიდად და არხეინად. ამ ყველაფერს რთულად ნუ შეხედავ, სკუტერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ცხოვრებას გაგიმარტივებს და უფრო გაგიფერადებს. ახალი მოტოციკლები შეგიძლია ნახო აქ: მოტოციკლები თუ შენ ჩვენგან სხვა სკუტერი იყიდე, წაიკითხე მისი მოვლის პირობები შემდეგ ლინკებზე: როგორ მოვუაროთ მეორად სკუტერს როგორ მოვუაროთ ვესპას ახალ სკუტერს როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ სკუტერს.

მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

708 ნახვა
გააზიარე Facebook