მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 650 კუბი
  • ფასი: 18603 ლარი
05
ყველაფერი სკუტერის/მოტოს მართვის მოწმობის შესახებ
May 22, 2024
პირველ რიგში, გეტყვით, რომ მთელი ეს პროცესი გაცილებით მარტივი და სწრაფია, ვიდრე ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენიათ. ჰოდა, თუ მართვის მოწმობის აღება შენთვისაც იმ საქმეების სიაშია, რომლებიც კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე გადაიდება ხოლმე ხან სიზარმაცის, ხან დროის უქონლობის და ხანაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ეს ბლოგი მიგახვედრებს, რომ შეგიძლია, ყველაფერი დღესვე დაგეგმო და შემდეგ ორშაბათს აღარ დაელოდო! დავიწყოთ მარტივით:

რა კატეგორიები არსებობს სკუტერის/მოტოს სამართავად და რა შეზღუდვა აქვს თითოეულ მათგანს?

სხვადასხვა ორბორბლიანი ტრანსპორტის სამართავად არსებობს A და AM კატეგორიები. A კატეგორია კი თავის მხრივ მოიცავს ორ ქვეკატეგორიას: A1-სა და A2-ს.  

რას მოიცავს AM კატეგორია?

AM კატეგორია მოიცავს მოპედსა და მსუბუქ კვადროციკლს. მოპედი უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: 1. სიჩქარე უნდა აღემატებოდეს 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 45 კმ/სთ-ს; 2. ძრავის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; 3. ელექტროძრავის შემთხვევაში სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. ქართულ პრაქტიკაში ამ კატეგორიას აკმაყოფილებს მხოლოდ ელექტროსკუტერები და იაპონური მეორადი 50 კუბიანი სკუტერები (სიჩქარის კრიტერიუმის გამო, არ ჯდებიან ამ კატეგორიაში, არამედ ა1 კატეგორიაში). შეგახსენებთ, რომ AM კატეგორიის ფლობის შემთხვევაში A1/A2 კატეგორიის ტრანსპორტის მართვის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარია, ხოლო თუ არც AM კატეგორია გაქვთ, ჯარიმა გაცილებით დიდია (700 ლარამდე).

რას მოიცავს A1 კატეგორია?

A1 კატეგორია მოიცავს მოტოციკლებს 125cc-მდე ძრავის სიმძლავრითა და არაუმეტეს 11კვტ სიმძლავრით. ქართულ პრაქტიკაში - იამაჰა რეიზიარი, ყველა დიო, ფასინო, ენთორქი, 125 კუბიანი ვესპა და აპრილია სწორედ ამ კატეგორიაში შედის.  

რას მოიცავს A2 კატეგორია?

A2 კატეგორია მოიცავს მოტოციკლებს, რომელთა სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს.

ქართულ პრაქტიკაში ყველა მოტო, რაც სკუტ სკუტში იყიდება, ამ კატეგორიაში შედის.

რას მოიცავს A კატეგორია?

A კატეგორია მოიცავს ნებისმიერ მოტოციკლს შეზღუდვების გარეშე.   A კატეგორიით შეგიძლია მართო:  AM, A1 და A2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება; A1 ქვეკატეგორიით შეგიძლია მართო: AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება; A2 ქვეკატეგორიით შეგიძლია მართო: AM და A1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება; თითოეული ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად, საჭიროა თეორიული გამოცდის ჩაბარება, ხოლო A/A1/A2 კატეგორიებისთვის ბარდება პრაქტიკული გამოცდაც. იმ პირებს, ვისაც B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, A კატეგორიის ან/და A1/A2 ქვეკატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

რას მოიცავს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა?

AM კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს 328 საკითხს. თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე მოცემული 20 კითხვიდან სწორად უპასუხებთ 18 კითხვას. AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა. A კატეგორიის (A1/A2 ქვეკატეგორიების) თეორიული გამოცდა მოიცავს 864 საკითხს. თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე მოცემული 30 კითხვიდან სწორად უპასუხებს 27 კითხვას. მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ბილეთები შეგიძლია იხილო აქ.  აქვე გეტყვით, რომ თუ B კატეგორიის თეორიული გამოცდა ჩაბარებული გაქვთ, ბილეთების დიდი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიიდან მეორდება და თუ ერთხელ მაინც ნასწავლი გაქვთ, ძალიან მარტივად გაიხსენებთ.] A1, A2 და A კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდა მოიცავს სამ ელემენტს: რვიანი; ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება (ე.წ „ჩიხი). პრაქტიკული გამოცდა ბარდება მოტოციკლზე: A1 - 300 კუბიან მოტოზე, ხოლო A2 - 600 კუბიანზე. პრაქტიკული გამოცდისთვის შეგიძლია მოემზადო არტდრაივში ან პიტსტოპ აკადემიაში.

შეზღუდვები:

AM კატეგორიის მისაღებად მინიმალური ასაკი 16 წელია. A1 კატეგორიისთვის - 17 წელი, A2 კატეგორიისთვის - 18 წელი, ხოლო ხოლო A კატეგორიისთვის - 24 წელი (ან 21 წელი, თუ მინიმუმ 2 წელია, რაც ფლობს A2 კატეგორიას).

საჭირო დოკუმენტაცია არასრულწლოვნებისთვის:

  1. A1 ქვეკატეგორიის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი); მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა; საჯარო სკოლის ან მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების (ავტოსკოლა) მიერ გაცემული დოკუმენტი.გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი, შემდეგი გასვლის შემთხვევაში - 40 ლარი.
  2. AM კატეგორიის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი). ასევე, გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ერთად ან წარმოადგინოს მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი, ხოლო შემდეგი გასვლის შემთხვევაში - 40 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია სრულწლოვნებისთვის:

  1. A1, A2 ქვეკატეგორიის / A კატეგორიის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 55 ლარი (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან გეძლევათ უფლება, 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროთ პრაქტიკული გამოცდა. ანუ, თუ თეორიულ გამოცდას ჩააბარებთ შაბათს, 1 თვის განმავლობაში ყოველ შაბათს უფასოდ შეძლებთ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას.
  2. AM კატეგორიის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი, ხოლო შემდეგი გასვლის შემთხვევაში - 40 ლარი.

როგორ და სად დარეგისტრირდე გამოცდაზე გასვლისთვის?

A/A1/A2 კატეგორიების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა. ჯავშანი კეთდება მომსახურების სააგენტოს გვერდზე, სადაც ირჩევთ სასურველ თარიღს/ლოკაციას და წინასწარ იხდით თანხას, ხოლო სასურველ კატეგორიას აზუსტებთ უშუალოდ ადგილზე. AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის. პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად წინასწარი ჯავშანი საჭირო არ არის - პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა თეორიული  გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლიათ (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა).  

მართვის მოწმობის დამზადებისა და მოქმედების ვადები:

მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დაჩქარებული წესით ერთ სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასურია 50 ლარი, ხოლო ორ სამუშაო დღეში - 40 ლარი. AM, A, A1 და A2 კატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა 15 წელია.    

ახლა უკვე ყველანაირ ტექნიკურ საკითხთან ერთად ისიც იცი, რომ ეს პროცესი ძალიან მარტივია და თანაც იმდენად მარტივი, რომ გადადება არ ღირს. სამყაროსგან ნიშანს ნუ დაელოდები, დაელოდე რეგისტრაციის გახსნას და მერე შენ იცი!

გისურვებთ წარმატებას, ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდაც მზად ვართ და თუ ჯერ კიდევ გეშინია ან რაიმე შინაგანი ხმა გაბრკოლებს, სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებზეც სიამოვნებით მიგიღებთ!

1211 ნახვა
გააზიარე Facebook