ელექტრო ველოსიპედები სკუტ სკუტში
November 6, 2023
სკუტ სკუტის მთავარი მიზანი რომ ქვეყნის გასკუტერიანებაა, კი გეცოდინებათ და ეგ თუ იცით, ისიც გეცოდინებათ, რომ სულ მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჰოდა, მივხვდით, რომ ქვეყნის გაორბორბლიანებაში ველოსიპედების წვლილიც დიდია და თუ არ არის, აუცილებლად უნდა იყოს. ამიტომ, სკუტერებისა და მოტოების გვერდით, შოურუმში, პირდაპირ ინდოეთიდან ჩამობრძანებულ ელექტრო ველოსიპედებსაც იხილავთ და ერთხელ რომ იხილავთ, მერე ვეღარც დაივიწყებთ, იმიტომ, რომ HERO LECTO-ს ორბორბლიანი სილამაზეები მარტო ლამაზები კი არ არიან, თან არაერთ ძალიან მაგარ ტექნიკურ მახასიათებელსაც აერთიანებენ.
ელექტრო ველოსიპედს აქვს ძრავა, რომელიც პედლებს დამატებით ენერგიას აწვდის და გადაადგილების პროცესს ამსუბუქებს. პედლებისადმი ძრავის ენერგიის წახმარების კონტროლი ყოველთვის შესაძლებელია და სხვადასხვა რეჟიმებს შორის გადართვასაც მარტივად შეძლებთ. ანუ თუ პედლების ტრიალით მოგინდებათ გართობა, ველოსიპედი თქვენი ენერგიის ხარჯზე ივლის, მაგრამ როგორც კი დაიღლებით, აღმართს მიადგებით ან რაიმე სხვა დაბრკოლება მიგახვედრებთ, რომ პირადი რესურსები აღარ გყოფნით, მხსნელად ძრავა მოგევლინებათ და ყველა აღმართსა და დაბრკოლებას ფრთაშესხმული გადააფრინდებით.
ელ-ველოსიპედს აქვს სენსორიც, რომელიც ძრავას პედლების ტრიალისა და დახმარების საჭიროების შესახებ ინფორმაციას გადასცემს. სენსორი შეიძლება ორი ტიპის იყოს: კადენციის და ბრუნვის. კადენციის სენსორი პედლების ტრიალს აიდენტიფიცირებს და თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დახმარების დონეს იყენებს, ხოლო ბრუნვის სენსორი თქვენ მიერ გამოყენებულ ძალას ზომავს და დამატებით გაწვდით ენერგიის იმ დონეს, რაც განსაზღვრულ დონემდე აგიყვანთ. მთლიანობაში, გადაადგილება გაცილებით მარტივი, სასიამოვნო და ბუნებრივი ხდება. რაც შეეხება ბატარეას, დატენვა საკმაოდ მარტივია და დამუხტვას საშუალოდ 3-დან 6 საათამდე სჭირდება.
მთავარი უპირატესობა ალბათ მაინც ისაა, რომ ელექტრო ველოსიპედით მინიმუმ 25-30 და მაქსიმუმ 90+ კილომეტრის დაფარვაც კი შესაძლებელია, მოდელიდან გამომდინარე. დისტანციის ეს რეინჯი ელ-ველოსიპედის გამოყენების არეალს აფართოებს და ნებისმირი ცხოვრების სტილის ადამიანს ერგება.
თან არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ ველოსიპედი და მათ შორის ელ-ველოსიპედიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სატრანსპორტო საშუალებაა და მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ზედმეტ წონას, ავითარებს კუნთებს, ამცირებს დაავადებების რისკს და აუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას. ბონუსად, არც გარემოს დააზიანებთ გამონაბოლქვით და ყველაზე ეკომეგობრული ტრანსპორტით იმოძრავებთ თბილისის საცობებით გადაჭედილ ქუჩებში (და არამარტო).
ჰოდა, ერთი სიტყვით, თუ ორბორბლიან ტრანსპორტზე გინდა გადმოჯდომა და თუ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს ეძებ, ელექტრო ველოსიპედი აუცილებლად უნდა მოიკითხო - თან, მართვის მოწმობაც არ დაგჭირდება და ტესტ-რაიდსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.
დაათვალიერე ახალი მოდელები აქ.