მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 155 კუბი
  • ფასი: 7830 ლარი
05
ძალიან მალე – როიალ ენფილდი სკუტ სკუტში
July 16, 2024
მოტოციკლეტების სამყაროში რამდენიმე სახელი თუ აღძრავს იმდენ ნოსტალგიას და პატივისცემას, რამდენსაც როიალ ენფილდი. საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიით, ეს საკულტო ბრენდი გახდა კლასიკური ხიბლისა და აგრესიული სტილის სინონიმი. უნდა აღნიშნოს, რომ დაარსებიდან, 1901 წლის შემდეგ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგადად მოტოციკლეტების კულტურის განსაზღვრაში. ამ დროიდან მოყოლებული როიალ ენფილდი ხდება ტრადიციის, სიმარტივის და სიუხეშის ნაზავი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც სწორედ მუდმივ და ავთენტურ გამოცდილებას ეძებენ.

როიალ ენფილდის 350 კუბიანი მოტოციკლეტების კატეგორიის ფართო არჩევანი გააჩნია, თუმცა ხშირად ყურადღების ეპიცენტრში შემდეგი მოდელები ექცევა: Classic 350, Meteor 350 და Hunter 350. ამ ბლოგშიც სწორედ მათ განხილვას შემოგთავაზებთ.

Classic 350

Classic 350 თავის მემკვიდრეობას საკულტო 1948 წლის bullet 350 სერიიდან იღებს, ამიტომაც მისი დიზაინი სამხედრო, უხეში სტილისა და თანამედროვეობის ნაზავია. ორი სიტყვით, ეს არის მოტო, რომელშიც ვინტაჟური ესთეტიკა თანამედროვე ინჟინერიასთან ერთიანდება. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს ტარების, როგორც ავთენტურ და ასევე საიმედო გამოცდილებას. შეიძლება ითქვას, რომ Classic 350 თანამედროვედ შეფუთული დროში მოგზაურობაა, რომელსაც სიმძლავრე და გამძლე დიზაინი სრულყოფილ კომპანიონად აქცევს. Classic 350-ის ძირითადი მახასიათებლებია:
  • ძრავა: 349cc, ერთცილინდრიანი, ჰაერით გაგრილებადი, აქვს 20.2 ცხენის ძალა და 27 ნმ თორქი.
  • დიზაინი: რეტრო ესთეტიკა ქრომირებული დეტალებითა და spoked დისკებით. აქვს გამორჩეული საწვავის ავზი კლასიკური სტილის ელემენტებით.
  • კომფორტი: ვერტიკალური დასაჯდომი სკამის პოზიცია იდეალურია გრძელ დისტანციებზე მგზავრობისთვის. აქვს კარგად დატენილი სავარძელი გაუმჯობესებული კომფორტისთვის.
  • ტექნოლოგია: აქვს საწვავის ელექტრონული ინექცია უფრო რბილი მუშაობისთვის და დისკის მუხრუჭები ABS-ით გაუმჯობესებული უსაფრთხოებისთვის. ასევე, ანალოგურ-ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე ფუნქციებს.
  • დამატებითი ფუნქციები: კლასიკური მრგვალი ფარები LED DRL-ით.
 

Meteor 350

Meteor 350 როიალ ენფილდის ერთგვარი ევოლუციაა თანამედროვე კრეისერების სეგმენტში. მსგავსად, ამ მოდელში ერთიანდება როიალ ენფილდის კლასიკური დიზაინი და კრეისერისთვის დამახასიათებელი თანამედროვე მახასიათებლები - დაბალი დასაჯდომი სკამის პოზიცია და კომფორტული განლაგება. რეაგირებადი ძრავი უზრუნველყოფს  მსუბუქ და სტაბილურ გამოცდილებას, ხოლო Tripper ნავიგაცია თანამედროვეობის ელფერს მატებს მას. ის ზედგამოჭრილია ისეთი რაიდერებისთვის, რომლებიც აფასებენ კლასიკურ ვიზუალს, სიმძლავრეს და ეძებენ გრძელ გზებზე გადაადგილების სასიამოვნო საშუალებას, როგორც ქალაქში, ასევე არაურბანულ ადგილებზე სამოგზაუროდ. Meteor 350-ის ძირითადი მახასიათებლებია:
  • ძრავა: 349cc, ერთცილინდრიანი, ჰაერით გაგრილებული, აქვს 20.2 ცხენის ძალისა და 27 ნმ თორქი.
  • დიზაინი: კრეისერის სტილი დაბალი სავარძლით და ფართო სახელურით. ელეგანტური საწვავის ავზი მიმზიდველი გრაფიკით.
  • კომფორტი: ფლაშის დასაჯდომი სამგზავროდ სასიამონვო პოზიციით. კომფორტული წინ წამოწეული ფეხის დასადებით ხანგრძლივი მგზავრობისთვის.
  • ტექნოლოგია: აქვს Tripper სანავიგაციო სისტემა და USB სატენი პორტი. Dual-channel ABS გაუმჯობესებული უსაფრთხოებისთვის.
  • დამატებითი ფუნქციები: LED უკანა განათება და თანამედროვე ინსტრუმენტების კლასტერი ნავიგაციისთვის.
 

Hunter 350

Hunter 350 მოტო შექმნილია ურბანული თავგადასავლების მოყვარულებისთვის, რაც როიალ ენფილდის კოლექციაში უახლესი ნამატია და სპეციალურად შექმნილია ახალგაზრდა რაიდერებისთვის. ეს მოდელი როიალ ენფილდის სპორტულ ხაზს განეკუთვნება და აერთიანებს ბრენდის მემკვიდრეობას თანამედროვე საჭიროებებთან.  Hunter 350- ის დიზაინი და მოხერხებული, მარტივად მანევრირებადი მართვის შესაძლებლობა მას, ფაქტობრივად, სრულყოფილს ხდის ქალაქის საცობებში გადაადგილებისთვის. Hunter 350-ის ძირითადი მახასიათებლებია:
  • ძრავა: 349cc, ერთცილინდრიანი, ჰაერის გაგრილებით. აქვს 20,2 ცხენის ძალა და 27 ნმ თორქი.
  • დიზაინი: კომპაქტური, მინიმალისტური და სპორტული. დახვეწილი საწვავის ავზი და თანამედროვე სტილისტური შტრიხები.
  • კომფორტი: მცირედით აგრესიული სკამის პოზიცია, რომელიც შესაფერისია ქალაქში გადაადგილებისთვის. კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი მარტივი მანევრირებისთვის.
  • ტექნოლოგია: მკაფიოდ გამოკვეთილი ციფრული ანალოგური ინსტრუმენტების კლასტერი. თანამედროვე სტილის LED უკანა განათება. Dual-channel ABS საიმედო სამუხრუჭე სისტემა.
  • დამატებითი ფუნქციები: გაუმჯობესებული ამორტიზატორები ურბანულ გარემოში უკეთესი მართვისთვის. სპორტული დიზაინის შტრიხები, რომელებიც მიმზიდველია ახალგაზრდა მხედრებისთვის და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
  საბოლოოდ, რა ხდის ენფლიდის 350 კუბიან მოტოებს განსაკუთრებულს? უპირველეს ყოვლისა, როდესაც ენფილდის მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს დიზაინი - მისი 350 კუბიანი დიზაინები თაობების ისტორიას მოიცავს. ხოლო მინიმალისტური ესთეტიკა და რეტრო შტრიხები ქმნის ვიზუალს, რომელიც ყველა ასაკის რაიდერისთვის მიმზიდველია. მიუხედავად უხეში შტრიხებისა კი, ამ მოტოებით მგზავრობა მაინც სასიამოვნო და მსუბუქია. ენფილდის 350-იანების ხაზი მრავალფეროვან მოტოების კოლექციას  აერთიანებს, რომლებიც განკუთვნილია, როგორც ქალაქში, ასევე არაურბანულ ადგილებზე გადაადგილებისთვის და მორგებულია რაიდერის საჭიროებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, როიალ ენფილდი უფრო მეტია ვიდრე მოტოციკლეტი - ის ნაწილია საუკუნოვანი კულტურის და გლობალური ქომუნითის, რომელიც რაიდერებს აერთიანებთ.
348 ნახვა
გააზიარე Facebook