მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7100 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7300 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4880
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 160 კუბი
  • ფასი: 6580 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7200 ლარი
05
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
არ არის მარაგში
01
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
02
ლენოვოს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 25-30 კმ
  • ფასი: 1299 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
04
სეგვეის ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 40 კმ
  • ფასი: 1549
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 312 კუბი
  • ფასი: 15993 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 185 კუბი
  • ფასი: 6990 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4350
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 313 კუბი
  • ფასი: 17157 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 8990
05
ჰონდა ჰონდაა
November 1, 2019

  

ჰონდას ისტორია

ჰონდას დამფუძნებელი იყო იაპონელი ინჟინერი და ინდუსტრიალისტი სოიჩირო ჰონდა. საგულისხმოა, რომ ჰონდა დაარსდა 1946 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა ორი დიდი ქალაქის - ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვით და თითქმის სრულიად განადგურებით. ჰონდა ჩვენთვის იაპონური მებრძოლი სულისა და წარმოუდგენელი მიზანსწრაფულობის ნათელი მაგალითია. ალბათ ყველას მოგეხსენებათ იაპონელების მიდგომა დამარცხების მიმართ, რისი ნათელი მაგალითიცაა ხარაკირის ტრადიცია, რომლის მიხედვით ძველი სამურაები ბრძოლაში დამარცხების გამო თავს იკლავდნენ (საკმაოდ ბრუტალური მეთოდით). იმის მაგივრად, რომ ქვეყანა, დამამცირებელი დამარცხების შემდეგ, დიდ დეპრესიაში ჩავარდნილიყო, იაპონიამ შეძლო და სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების გიგანტად გადაიქცა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ იქამდე სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთ უძლიერეს მწარმოებელ ქვეყანას კაპიტულაციის პირობებში აეკრძალა საბრძოლო ტექნიკის წარმოება. იმ დროს იაპონელი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ გადაადგილების საშუალებას ველოსიპედი წარმოადგენდა. სოიჩირო ჰონდამ, რომელსაც ბავშვობაში მამამისის ველო-სახელოსნოში, შემდეგ კი ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, გადაწყვიტა ველოსიპედზე ძრავი დაემაგრებინა და ამგვარად შეეცვალა ტრანსპორტის ინდუსტრია იაპონიაში. რამდენიმე მეტ-ნაკლებად წარმატებული პროექტის შემდეგ, მან ძალიან პოპულარულ და გაყიდვად პროდუქტს მიაგნო, რომელიც უკვე მოტოციკლი იყო და არა ძრავიანი ველოსიპედი. მისი პირველი წარმატებული მოტოციკლი, სახელად Honda D-type რომელიც ჰონდამ 1949 წლის მიწურულს გმაოუშვა, ასე გამოიყურებოდა -

ჰონდა ინდოეთი

ინდოეთი სკუტერების და მოტოციკლების ქვეყანაა. საკმარისია ნებისმიერ ინდურ სოფელში ან ქალაქში ფანჯრიდან გაიხედოთ და ამაში უმალ დარწმუნდებით. სკუტერი და მოტოციკლი ინდოელებისთვის პირველი ტრანსპორტია. მას იყენებენ როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე ოჯახური და ბიზნეს მეურნეობისთვის. ხშირად შეხვდებით მთელ ოჯახს ერთი სკუტერით ან კარადებით და შინაური ცხოველებით დატვირთულ ორბორბლიან ტრანსპორტს.      ჰონდასთვის ინდოეთი ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს და მისი წლიური გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ ქვეყანაზე მოდის. ინდოეთის ქარხნებიდან გარკვეული მოდელებით ჰონდა ამარაგებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანას. ინდოეთის მოტოციკლების ისტორია იწყება 1955 წლიდან, როდესაც ინდოეთის მთავრობას, ძირითადად ძალოვანი უწყებებისთვის, შედარებით იაფიანი და ძალიან გამძლე ტრანსპორტი დასჭირდა. ამ დროს გაიხსნა ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის - Royal Enfield-ის ქარხანა ჩენაიში. როგორც კი ინდოელებმა იაფიანი და მოქნილი ტრანსპორტის გემო გაიგეს, ბაზარი ძალიან ჩქარა გაიზარდა. ინდოეთის სახელმწიფომ წაახალისა ადგილობრივი და უცხოური დიდი ბრენდების თანამშრომლობა და მოტოციკლებზე და სკუტერებზე იმპორტის გადასახადი გაზარდა, რათა გზა მიეცა ადგილობრივი წარმოებისთვის. პირველი დიდი კომპანია და პრაქტიკულად მასობრივი ბაზრის შემქმნელი ინდოეთში იყო ადგილობრივი მწარმოებლის - Hero-ს და ჰონდას საერთო კომპანია. მოტოციკლებს და სკუტერებსაც ასე ერქვათ - Hero Honda. ეს კომპანია იყო ყველაზე წარმატებული ინდოეთის ბაზარზე, ყველაზე დიდი წილით და კაპიტალიზაციით ამ ინდუსტრიაში. მათ სახელს უკავშირდება ლეგენდარული ჰონდა აქტივა, რომელმაც იქამდე მოტოციკლებით გაჯერებული ბაზარი გაასკუტერიანა. ინდოეთის ქალაქებში ჰონდა აქტივა გაიყიდა ძალიან წარმატებულად, რადგან ინდოელმა მძღოლებმა აზიური ქალაქებისთვის დამახასიათებელ გადატვირთულ მოძრაობაში სკუტერის ტარების სიმარტივე არჩიეს მოტოციკლის შედარებით ეკონომიურობას. 2010 წელს ჰონდა გაერთიანებას გამოეყო და საკუთარი ქარხანა ააშენა. ინდოეთში ჰონდა უშვებს 15-მდე განსხვავებულ მოდელს, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებზეა გათვლილი, კერძოდ -  ტექნიკურად მაქსიმალურად მარტივს, რადგან ინდოეთში, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვითონ უტარებს ტექნიკურ სერვისს და ასევე ძალიან გამძლე - ათიათასობით კილომეტრზე და ათობით წელზე გათვლილს.  

ჰონდა საქართველოში

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში სკუტერების პიონერი ასევე ჰონდა იყო. ჰონდა დიო იყო პირველი სკუტერი, რომელიც შედარებით დიდი რაოდენობით გამოჩნდა საქართველოში. ეს ერთი შეხედვით შეუხადავი სკუტერი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქართული სკუტერების ბაზარზე. მისი პოპულარობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა - ის 49 კუბიანია, შესაბამისად მართვის მოწმობა არ სჭირდებოდა, ასევე მისი გამოშვების წლები მერყეობს 1988-1996 წწ და მისი სიძველიდან გამომდინარე, ის ყველაზე იაფი ვარიანტი იყო ქალაქში ეკონომიურად და სწრაფად გადაადგილების მსურველთათვის.    ჰონდა სკუპი   ჰონდა დიო                                                        ჰონდა კრეა სკუპი                                           ჰონდა ჯიორნო კრეა  & სკუპი მიუხედავად დიოს დიდი დამსახურებისა ქვეყნის გასკუტერიანების გზაზე, მისი ორტაქტიანი ძრავი, რომელიც კარგ შემთხვევაში 1-ხელ მაინც არის გარემონტებული, არც თუ ისე კარგ გავლენას ახდენს ისედაც დაბინძურებულ თბილისურ ჰაერზე. ამის გამო ჩვენ გადავყწვიტეთ, რომ 2 ტაქტიანი სკუტერები საერთოდ აღარ შემოგვეყანა და ვარჩიეთ ისევ იაპონური 49 კუბიანი 4 ტაქტიანი მოდელები, რომლებიც შედარებით ახალია და 4 ტაქტიანი ძრავის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოზე ძალიან მცირე გავლენა აქვს. ზემოთ სურათზე მოყვანილია ჰონდა კრეა სკუპი, ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული სკუტერი, რომელიც ჰონდა დიოს ეკო-მეგობრული და ლამაზი შთამომავალია. 2018-ში ანუ წინა წელს, საქართველოში ასევე გამოვაჩინეთ ჰონდას ახალი სკუტერები, რომლებმაც საქართველოში იმპორტირებული სკუტერების საშუალო ხარისხი რამდენადმე ასწია. ახალი ჰონდა დიო 110cc

ჯაბა ევროპაში

ჰონდამ საქართველოში თავისი გამძლეობის და ხარისხის უპრეცედენტო დემონსტრირება მოახდინა ჯაბა ჩარგაზიასთან ერთად. ჯაბა 2019-ის დასაწყისში ჰონდა ნავით 16000 კმ-იან მოგზაურობაში წავიდა ევროპის მიმართულებით. ორ თვიან მოგზაურობაში მან ევროპის 21 ქვეყანა და 44 ქალაქი მოინახულა, ისე, რომ სკუტერზე მხოლოდ გეგმიური ზეთის შეცვლა და ერთხელ კარბურატორის გაწმენდა მოუწია. ჰონდა ნავი წარმოადგენს ჰონდას ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტს. მასთან ერთად ჩამოგვყავს სხვა სკუტერები და ახალი მოტოციკლები 110, 125 და 160 კუბიანი მექანიკური მოტოციკლები, რომლებიც, თუ არ გინახავთ აუცილებლად უნდა ნახოთ აქ.      

რატომ უნდა იყიდო ჰონდა 

ჩვენი და მსოფლიოს სკუტერისტების ყველაზე დიდი ნაწილის აზრით, თუ სკუტერს ყიდულობ, უნდა იყიდო ჰონდა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სანდო ბრენდი ორბორბლიან ტრანსპორტში. შესაბამისად, მისი ნაწილები და სერვისი ყველაზე მეტად არის ხელმისაწვდომი. ჰონდას მოდელების 60 წლიანი ისტორია, გამოცდილება და მუდმივი განვითარება წარმოშობს საუკეთესო პროდუქტს ტექნიკური თვალსაზრისით, რომელიც არასდროს დაგტოვებთ ქუჩაში და არასდროს შეგიქმნით გამოუსწორებელ ტექნიკურ ხარვეზს. ჰონდა ინდოეთის წარმოება, კი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ნიშნავს ათიათასობით გავლილ კილომეტრს და წლების გამძლეობას, რაც არ უნდა დატვირთოთ წონით, იქნება ეს დამატებითი მგზავრ(ებ)ი თუ დიდი ტვირთი.
 
3085 ნახვა
გააზიარე Facebook