საქართველოში ჰონდას სკუტერებისადმი სიყვარული ჰონდა დიოდან დაიწყო, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სკუტერების პიონერადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ. თუმცა ჰონდას ახალი სკუტერების ისტორია თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჰონდა ნავის უკავშირდება. ჰონდა ნავის განსაკუთრებულობაში დანახვისთანავე დავრწმუნდით. სკუტერი მოტოციკლის ვიზუალით, ამაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო ალბათ ცოტა რამეა. თუმცა ვიზუალის გარდა, ჰონდა ნავი სწორედ ის სკუტერი იყო, რომელმაც ჩვენც და თქვენც ჰონდას ძრავის სიძლიერესა და გამძლეობაში დაგვარწმუნა.ჰონდა ნავი ერთადერთი სკუტერია საქართველოდან, რომელმაც მთელი ევროპა შემოიარა, თბილისიდან ლისაბონში ჩავიდა და უკან ჩამოვიდა, 15000 კმ ისე გაიარა რომ მხოლოდ გეგმიეური სერვისი ჩაუტარდა. ჯაბას და ჰონდა ნავის ევროპული ვოიაჟის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ნახო აქ:ჯაბას ტური – მთელი ევროპა ჩვენ ვიქნებითნავის მალევე გაუვარდა სახელი და ძალიან მოკლე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკუტერი გახდა ჩვენს ქვეყანაში. ნავის ერა საქართველოში ძალიან ცოტახანი თითქმის ერთი წელი გარგრძელდა, და მიუხედავად იმისა, რომ ნავის წარმოება 2018 წლის ბოლოს შეწყდა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკუტერია ჰონდას ოჯახიდან.ჰონდა ნავი ინდოეთში, ჰონდას ოფიციალურ ქარხანაში იწარმოებოდა, როგორც უკვე ვახსენეთ 2018 წლის ბოლოს შეწყდა, რადგან როგორც აღმოჩნდა ჰონდა ნავის ჩვენ უფრო ვაფასებდით ვიდრე ინდოელები.ინდოეთში საშუალო პროდუქტი (სკუტერი მოტოციკლის ვიზუალით) არც თუ ისე მოთხოვნადი აღმოჩნდა. თუმცა ჰონდა ნავის ძრავი ჰონდას მოდელებში ჯერ კიდევ ცოცხლობს.ჰონდას მოდელები ჰონდას ეკონომიური და ძრავით:ჰონდა დიო
ჰონდა აქტივა აიჰონდა გრაზია
ჰონდა ავიატორი
ჰონდა კლიკი ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჰონდას მომტოციკლები:ჰონდა იქს ბლეიდიჰონდა შაინი
ჰონდა სიდი#ჰონდაჰონდაა