ვესპა – ქალების ემანსიპაციის სიმბოლო
March 6, 2024
ფილმის “Enrico Piaggio – Un sogno italiano” ერთ-ერთი მონაკვეთში, როდესაც პიაჯიოს ქარხანაში სკუტერს ტესტავენ, ქალ თანამშრომლებს სთხოვენ სკუტერის მართვას, რაზეც ისინი უარს ამბობენ იმის გამო, რომ შეუძლებელია კაბით ამ სკუტერზე დაჯდომა. ამის გამო დიზაინერებსა და ინჟინრებს ახალი დავალება აქვთ - მოარგონ სკუტერის დიზაინი ქალებს. (იხ. ვიდეო - 33:10 წთ)
ვესპა იყო არა მხოლოდ მოქნილი, ხელმისაწვდომი, მარტივი და პრაქტიკული, არამედ ელეგანტური, თავდაჯერებული, ავტონომიური ტრანსპორტი. ვესპა იყო და არის საკუთარი გზის პოვნის თავისუფლება.
ამ ყველაფრის პარალელურად, გამოდის ლეგენდარული ფილმი “რომაული არდადეგები”, რომელშიც ვესპა არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თავგადასავლებისა და საკუთარი თავის პოვნის საშუალებაა. მეტიც, ვესპა არის თანამედროვე ცხოვრების სიმბოლო.
ვესპაზე კატაობა პრინცესა ანასთვის არ არის მხოლოდ რომის დათვალიერება, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ხმისა და არჩევანის პოვნის გზა. ვესპა იქცევა სოციალური ნორმების, საზოგადოების მოლოდინებისა და წესების მსხვრევის სიმბოლოდ, რადგან პრინცესა ანა, რომელსაც სამეფო ცხოვრება და ამ ცხოვრების წესების მორჩილება უწევდა, თავად იწყებს დამოუკიდებელი, ერთი შეხედვით “გიჟური” გადაწყვეტილებების მიღებას და შეიგრძნობს მარტივი და პატარა მომენტებით შექმნილ ბედნიერებასა და თავისუფლებას. (იხ. ვიდეო)
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ვესპას მარკეტინგულ კამპანიებსა და სარეკლამო მასალებში უმეტესად ვხვდებით ქალებს, რომლებიც წარმოჩენილნი არიან სხვადასხვა ამპლუაში და ხაზგასმულია მათი უსაზღვრო შესაძლებლობები. დროდადრო ამ კამპანიებმა დიდი როლი ითამაშეს ქალთა გაძლიერებასა და წახალისებაში. (იხ. ვიდეო)
1951 წლიდან ვესპა ყოველწლიურად უშვებდა ილუსტრირებულ კალენდარს, რომელზე სხვადასხვა პროფესიის, ცხოვრების სტილის, გარეგნობისა და ხასიათის ქალები იყვნენ წარმოდგენილნი. კალენდარი ხაზს უსვამდა არა მხოლოდ ქალების მშვენიერებასა და სილამაზეს, არამედ მათ დამოუკიდებლობას, გონიერებასა და სიძლიერეს. წლებთან ერთად ძალიან ბევრი კოლექციონერი გულდასმით ინახავდა და აგროვებდა თითოეულ გამოშვებას.
80-იანი წლების პერიოდიდან ვესპას მძღოლების უმეტესობა ქალები არიან, ვესპა უკვე ადგილს იმკვიდრებს როგორც არა მხოლოდ იდეალური გადაადგილების საშუალება, არამედ როგორც თვითგამოხატვის ფორმა, სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო და ხალისისა და ბედნიერების მომტანი.
დღეს ვესპა აგრძელებს ქალთა გაძლიერებას, პარალელურად ფეხს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ცვალებად ცხოვრების სტილს. თანამედროვე ვესპები ბევრად უფრო ეკომეგობრული, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულია. ქალი რაიდერები ქმნიან სოც.მედია ჯგუფებს და აარსებენ კომუნებს, მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და აორგანიზებენ შეკრებებსა და რბოლებს.
აქვე გიტოვებთ ვესპას პირველი ქალთა რალის წარმატების შესახებ ბლოგს.
და ბოლოს, როგორც იტალიელები ამბობენ, La Vespa è Donna, ანუ ვესპა ქალია - ვესპა ქალია როგორც ხასიათითა და სიმბოლიკით, ისე მორფოლოგიურადაც და იტალიურად მას მდედრობითი სქესის არტიკლი აქვს.