მენიუ
ka
ka
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4880
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 160 კუბი
  • ფასი: 6480 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4780 ლარი
03
ახალი 200 კუბიანი Aprilia SR GT 200
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 200 კუბი
  • ფასი: 12500 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
05
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
არ არის მარაგში
01
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
02
ლენოვოს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 25-30 კმ
  • ფასი: 1299 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
04
სეგვეის ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 40 კმ
  • ფასი: 1549
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 312 კუბი
  • ფასი: 16,100 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 185 კუბი
  • ფასი: 7680 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4350
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 313 კუბი
  • ფასი: 17234 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 10737
05
რატომ ჩამოგვყავს იამაჰა?
July 17, 2020

იამაჰას დასაწყისი

 მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ტორაკუსუ იამაჰა, ოსაკაში საათების შეკეთებით იყო დაკავებული, პარალელურად ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა მისი მთავარი გატაცება დასავლური ტექნოლოგია და მეცნიერება იყო. მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საათების გარდა სამედიცინო ხელსაწყოების შეკეთებაც დაიწყო. გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ტორაკუსუს კლავიშებიანი ორღანის შეკეთება სთხოვა. მუშაობის პროცესში, ტორაკუსუ იამაჰამ აღმოაჩინა ბიზნეს პოტენციალი, რომელიც ამ მუსიკალური საკრავის წარმოებას ჰქონდა. მისი პირველი მცდელობა, აეწყო კლავიშებიანი ორღანის საკუთარი პროტოტიპი წარუმატებლად დასრულდა, რადგან სამუსიკო სკოლაში, სადაც მიიტანა, ინსტრუმენტის ჟღერადობა დაიწუნეს. ამ შემთხვევამ ტორაკუსუ იქამდე მიიყვანა, რომ იდეალური პროდუქტი შექმნის მიზნით დაიწყო მუსიკის თეორიისა და ინსტრუმენტის ჟღერადობის ძირფესვიანად შესწავლა. შედეგად ააწყო პირველი სრულყოფილი კლავიშებიანი ორღანი. 1897 წელს, ამ შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ შექმნა კომპანია „ნიპონ გაკი“ რომელიც პირდაპირი თარგმანით „იაპონურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“ ნიშნავს. 1950-იანი წლების შემდეგ, კომპანიის სახელი შეიცვალა და დღეს „იამაჰას“ სახელით არის ცნობილი. კომპანიის ლოგომ გავითარების დიდი გზა გამოიარა, თუმცა სამი კამერტონი დღემდე მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მარტივი მისახვედრია, როგორ მივიდა კამერტონის იდეამდე ტორაკუსუ იამაჰა, ზუსტად ამ „რკინის ნაჭრის“ საშუალებით უსმენდა და არეგულირებდა ინსტრუმენტის ჟღერადობას. რაოდენობრივად სამი კამერტონი, საინტერესო პარალელს ავლებს მუსიკის სამ ძირითად კომპონენტსა და ბიზნესის სამ ძირითად საყრდენს შორის: მელოდია, ჰარმონია, რიტმი - ტექნოლოგია, წარმოება, გაყიდვა.

იამაჰას ორბორბლიანი ტრანსპორტი

გენიჩი კავაკამიმ რომელიც 50-იან წლებში „ნიპონ გაკის“ დირექტორი იყო, საჭიროდ ჩათვალა, რომ კომპანიის სტაბილური წარმატების ეტაპზე არ მოდუნებულიყო და რამე ახალი წარმოება დაეწყო. იაპონიაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მოტოციკლის წარმოებაში დაინახა დიდი პოტენციალი, თუმცა იმ დროისთვის ამ მიმართულებით სხვა არაერთი მწარმოებელი არსებობდა, კავაკამი მაინც ხედავდა კომპანიის მომავალს ამ კუთხით. ინჟინერების ჯგუფთან ერთად, გენიჩი კავაკამი გერმანიაში გაემგზავრა, დასავლური წარმოების მოტოციკლების შესასწავლად, იმისთვის რომ  დარწმუნებულიყო ამ მიმართულებით საუკეთესო პროდუქტის შექმნას შეძლებდა თუ ვერა. „თუ აპირებ რომ შექმნა პროდუქტი, შექმენი საუკეთესო ვერსია“ - ეს კავაკამის მოტო იყო და ამ შემართებით დაიწყო კომპანიამ ორბორბლიან ტრანსპორტზე მუშაობა. გამოუცდელობით გამოწვეული ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორც ტორაკუსუ იამაჰა, ისე მისი საქმის გამგრძელებლები არ დანებდნენ და  10 თვეში „იამაჰას“ პირველი მოდელი გამოვიდა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში წარმოებული მოტოციკლების უმეტესობა შავი იყო, „იამაჰას“ მოტოციკლი კი განსხვავებული, კრემისფერ და მოწითალო ყავისფერ პალიტრაში გამოვიდა. მოტოციკლის გამოსვლის  შემდეგ 1955 წელს „ნიპონ გაკის“ კომპანია გადაკეთდა „იამაჰას კორპორაციად“, რომელსაც ჰქონდა ორი აბსოლუტურად განსხვავებული: მუსიკალური  ინსტრუმენტებისა და ორბორბლიანი ტრანსპორტის წარმოების მიმართულება.   იამაჰას მოტოციკლმა იაპონიაში შეჯიბრებებზე დიდი წარმატება მოიპოვა, რის შედეგადაც გაყიდვებმაც იმატა. კავაკამის ჯეროდა, რომ პროდუქტი იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ თავს მსოფლიო მაშტაბით იმკვიდრებს. მისმა პროდუქტმა ეს ნამდვილად შეძლო,  იამაჰა პირველი იაპონური კომპანია იყო, რომელმაც 1958 წელს საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და იქ მოპოვებულმა წარმატებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუკვალა პროდუქტს გზა. „როცა პროდუქტს ქმნი, ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის გადმოსახედიდან იფიქრო“ ამბობდა გენიჩი კავაკამი, ამ მიზეზით იყო, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის საჭიროებიდან გამომდინარე აწყობდნენ მოტოციკლებს. მოპედებისა და სკუტერების აწყობის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა, მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის ის რაც იყო პრაქტიკული, მოხერხებული და საჭირო იმ პერიოდისთვის.

იამაჰა მოტორსის წარმოება მსოფლიოში

იაპონია, ჩინეთი, ტაივანი, ინდონეზია, ტაილანდი, ვიეტნამი, ინდოეთი, ბრაზილია და ამერიკა ის ქვეყნებია სადაც იწარმოება „იამაჰას“ მოტოციკლები და სკუტერები.  ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ინდოეთს უკავია, რომელმაც „იამაჰას“ ტრანსპორტის წარმოება 1985 წელს დაიწყო და დღეს იაპონიის სათაო ოფისის 100%-იან დაქვემდებარებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონია სრულად აკონტროლებს ინდოეთში პროდუქციის წარმოების, მარკეტინგის მუშაობის და გაყიდვების პროცესს. ეს ფაქტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ „იამაჰას“დამოკიდებულება საკუთარი პროდუქციის მიმართ, როგორც აქამდე ვახსენეთ ყველა ეტაპზე ვითარდება, აწარმოებენ და პასუხისმგებლობას იღებენ  მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციზე, ამიტომ, ინდოეთის წარმოება, რომელშიც სრულ მონაწილეობას იღებს იაპონია გარანტირებულად ხარისხიანია და თითქმის არ განსხვავდება იაპონური წარმოებისგან.   გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში სკუტერები და მოტოციკლები განსაკუთრებით პოპულარულია, გარდა სხვა ქვეყნებში დისტრიბუციისა, ინდოეთში „იამაჰას“ პროდუქტის გაყიდვა ქვეყნის შიდა ბაზარზეც საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველწლიურად გაყიდვები ამ მიმართულებით იზრდება.  

იამაჰა საქართველოში

50 კუბიანი იამაჰა ვინო ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი მოდელი  თავისი დამახასიათებელი ვინტაჟური სტილით,  მსუბუქი სამართავი და ადვილად დასამორჩილებელია. თუმცა, ახლა პირველად, ინდოეთიდან შემოგვყავს 125 კუბიანი იამაჰას სკუტერები და მოტოციკლები,  რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება სკუტერების მძღოლებისთვის. ვიზუალის გარდა ტექნიკური მონაცემებითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ახალი მოდელები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. იამაჰას შეუჩერებელი გავითარების პოლიტიკა, აღწევს დასახულ მიზანს და ახერხებს მომხმარებელს ყველა ჯერზე სიახლე შეთავაზოს.  თბილისის ქუჩებში იამაჰას განსხვავებული ვიზუალის მქონე სკუტერების  გამოჩენა კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის სკუტერების კულტურას ქალაქის მასშტაბით.       Yamaha FZS-FI 150cc                                        Yamaha Fascino 125cc                                           Yamaha Ray-ZR 125cc

რატომ უნდა  შეიძინო იამაჰა ?

ამ კითხვაზე ბევრი პასუხი არსებობს, სწორედ იამაჰას ბრენდის ფილოსოფიიდან და ისტორიიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ ამ პასუხებს ვრცლად განვიხილავთ,  გენიჩი კავაკამი თვითონ გვიპასუხებს :
„ პროდუქტს, რომელსაც არ აქვს ხასიათი, არ გააჩნია უნიკალურობა, ვერ გაიყიდება, თუნდაც იყოს მისაღებ ფასში და ტექნიკურად იდეალურად გამართული.“
დაწყებული ორღანის ისტორიით,  იამაჰას ბრენდი დღემდე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, არ ჩერდება ერთ მიმართულებაზე და მუდმივად ცდილობს გავითარებას. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს , რომ იმუშაოს იქამდე, სანამ მაქსიმალურად კარგ და საუკეთესო შედეგს არ მიაღწევს. აქვს პრეტენზია იყოს წამყვანი და არა რიგითი ბრენდი, რაც მარტივად იკითხება როგორც ტორაკუსუ იამაჰას, ისე გენიცი კავაკამის ისტორიებში. გარდა ახალი მიმართულებებისა, არსებული მიმართულების დახვეწა, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, იამაჰას ბრენდის სკუტერები და მოტოციკლები მუდამ იძლევა ხარისხის გარანტიას. აქვს განსხვავებული სტილისა და ხასიათის პროდუქცია, იმისთვის, რომ მოერგოს ყველა კატეგორიის მომხმარებელს და არავინ დატოვოს ყურადღების მიღმა. ფასინო ნაზი დახვეწილი ვიზუალით, რომლის გვერდითაც გადააწყდებით უხეში სტილის რეიზეარს მომხმარებელს ეძლევა საშუალება განსხვავებულ ვიზუალებს შორის სასურველი შეარჩიოს. იამაჰას ზემოთ ნახსენები მოდელები, რომლებსაც მალე შეხვდებით, საქართველოში არსებულ ყველა დანარჩენ სკუტერებს წინ უსწრებს ტექნიკური თვალსაზრისით. ახალი მოდელები, აქამდე საქართველოში არსებული ყველა სკუტერისა და მოტოციკლისგან განსხვავებით უფრო თანამედროვე და ტექნიკურად დახვეწილია. ამ ბრენდის ყველა სკუტერი და მოტოციკლი მუშაობს ინჟექტორზე, ანუ ბენზინის შეფრქვევის სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქოქვისას პრობლემა არ ექმნება, ნაკლები ვიბრაცია აქვს და ბევრი სხვა დეტალი, რომელიც კონკრეტული მოდელის აღწერში შეგიძლიათ იხილოთ.  
2753 ნახვა
გააზიარე Facebook