სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ ამიერიდან სკუტ სკუტში სკუტერის ან მოტოს ყიდვისას შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ლიზინგით.
აქამდე ჩვენს ტრანსპორტზე ლიზინგი არ არსებობდა, შესაბამად ბევრმა თქვენგანმა არ იცის ზოგადად რა არის ლიზინგი და რა დადებითი მხარეები აქვს.
მაშ ასე:
რა არის ლიზინგი?
ლიზინგის დროს სკუტერს ან მოტოს, ყიდულობს სალიზინგო კომპანია - ამ შემთხვევაში თიბისი ლიზინგი, თქვენ კი ამ სკუტერით სარგებლობთ.სალიზინგო კომპანიას უხდით სკუტერის თანხას ყოველთვიურად გადანაწილებულად პლუს საპროცენტო განაკვეთს, ისევე როგორც განვადებაზე. მას შემდეგ რაც თანხას სრულად დაფარავთ, სკუტერი გადმოდის ოფიციალურად თქვენს საკუთრებაში და ფორმდება თქვენზე.
რით განსხვავდება განვადებისგან?
განვადებისგან განსხვავებით ლიზინგი გიმტკიცდებათ უფრო მარტივად, ხშირ შემთხვევაში შემოსავლების დადასტურების გარეშე, თან ლიზინგით სარგებლობა არ ამცირებს საკრედიტო ლიმიტს.ისევე, როგორც განვადებაზე, ლიზინგზე ან სხვა ტიპის სესხზე მოქმედებს თქვენი საკრედიტო ისტორია, ანუ თუ გაქვთ უარყოფითი საკრედიტო ისტორიაწარსულში აღებული სესხი ან საერთოდ არ დაგიფარავთ ან გაქვთ უარყოფითი საკრედიტო ისტორია, ლიზინგითაც ვერ ისარგებლებთ.კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ განვადებისგან განსხვავებით, სალიზინგო კომპანია ითხოვს, რომ მის სახელზე გაფორმებული სკუტერის, მოპედის ან მოტოს დაზღვევას.შესაბამისად, ლიზინგით ნაყიდი ყველა ტრანსპორტი არის ავტომატურად დაზღვეული. დაზღვევის თანხა შედის თქვენს მიერ გადასახდელ საპროცენტო განაკვეთში.ასევე, ვინაიდან ლიზინგი არის სიახლე ჩვენს ბაზარზე, გვინდოდა ჩვენი მცირე წვლილი ჩვენც შეგვეტანა მის წარმატებულ სტარტში და გადავყწვიტეთ, რომ ლიზინგით ნაყიდ ყველა სკუტერს ან მოტოს მოვაყოლოთ ჩაფხუტი საჩუქრად.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლიზინგით სარგებლობისას?
ლიზინგით სარგებლობას შეძლებთ მხოლოდ 50 კუბატურის ზემოთ ახალ სკუტერებზე, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას.ამის გარდა, ვინაიდან თქვენ სარგებლობთ სალიზინგო კომპანიაზე რეგისტრირებული სკუტერით (მოპედით) , კომპანია ითხოვს, რომ გქონდეთ შესაბამისი მართვის მოწმობა, ა ან ა1 კატეგორია. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიზინგით ვერ ისარგებლებთ.
როგორ უნდა ავიღო ლიზინგი
Პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ სკუტერი ან მოტო სკუტერის შერჩევის შემდეგ გვესტუმროთ მაღაზიაში. Ჩვენი გაყიდვების მენეჯერი შეგივსებთ სალიზინგო განაცხადს, რის შემდეგაც, დაგიკავშირდებიან უკვე თიბისი ლიზინგიდან და გვაუწყებენ პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ვაფორმებთ სამხრივ ხელშეკრულებას და ვასრულებთთ სკუტერის გადაფორმებისთვის საჭირო პროცედურებს.სულ ესაა. თუ გექნებათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ სამუშაო საათებში. ადიოს