18 წლის რომ ვხდებოდი, Ძალიან მინდოდა მამაჩემის ძველ პრადოს რაც შეიძლება მალე დავუფლებოდი და ნამდვილ სრულწლოვნად მეგრძნო თავი. Მანქანის ტარება, ჩემთვის, სკუტერივით თერაპიის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ მას შემდეგ რაც სკუტერითაც დავდივარ, მანქანით მგზავრობის დროს ვნატრობ “ ეჰ, რა კარგი იქნებოდა სკუტერი".
ამ ბლოგში, გაგაცნობ იმ კითხვებსა და თემებს, რომელიც ყველაზე ხშირად მსმენია იმ ადამიანების მიმართ, ვინც სკუტერი მთავარ ტრასნპორტად არჩია.
“როცა წვიმს გაისვლება სკუტერით?”
ცოტას ვწუწუნებ თუ ვსველდები, მაგრამ წვიმა მიყვარს, ამიტომ სპეციალურად ასეთი მგზავრობისთვის შექმნილ ფლეილისთს ჩავრთავ ხოლმე (დაბალ ხმაზე, ცალ ყურში რადგან სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა) და რომელიმე კინოს მთავარი გმირივით მელანქოლიურად მოვივლი თბილისის ქუჩებს სკუტერით. ამ დროს კარგად მომზადება აუცილებელია - ჩაიცვი საწვიმარი, გაიკეთე ხელთათმანი და ჩაფხუტი, ეს ყველაფერი დაგეხმარება რომ დანიშნულების ადგილამდე სრულად მშრალიც კი მიხვიდე. ვერ ვიტყვი, რომ წვიმაში სიარული განსაკუთრებით რთულია, მაგრამ ნამდვილად ბევრად საყურადღებოა - თავი შეიკავე სწრაფი მანევრებისგან, რათა არ მოგიცურდეს სკუტერი, იყავი ხედვაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული, რადგან სხვა მძღოლებს მთელი ყურადღება გადააქვთ ამინდზე და ნაკლებ ყურადღევას აქცევენ სკუტერით მოსიარულეებს.
“სადაც გინდა იქვე აყენებ ხო?”
Სკუტერის გაჩერება შეგიძლია, როგორც საპარკინგე ადგილებში ასევე ტროტუარზე ( ყოველთვის დატოვე იმდენი ადგილი, რომ შმმ პირებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ და არ გადაკეტოთ შესასვლელები), ასე რომ თუ შენც ჩემსავით წინასწარ ნახულობდი დანიშნულების ადგილას არსებულ საპარკინგე სიტუაციას, დაივიწყე, აღარ დაგჭირდება. თუ სკუტერის გაჩერება მანქანებს შორის მოგიწია აუცილებლად დატოვე სივრცე, რათა სარკეში დაგინახონ და თავიდან აიცილო რაიმე უისიამოვნება. Შეეცადე გააჩერო პარკინგის ზოლში მარჯვენა ან მარცხენა მხარეს , რადგან ადგილი დაუტოვო სხვა სკუტერებს და მოტოციკლეტებსაც.
“Შუქნიშნებზე ჯარიმები თქვენზე არაა ხო?”
Მოძრაობის წესები ისევე უნდა დაიცვა, როგორც ამას მანქანები აკეთებენ. ტროტუარებზე პარკირების გარდა (რაც ჩვენი პრივილეგიაა), აუცილებელია მიჰყვე და არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები. ასე, თავიდან აიცილებ საავარიო საშიშროებას , არც მძღოლებს გააბრაზებ და შენც მშვიდად იქნები.
“Საცობებში რომ დაძვრები არ გეშინია?”
Პირიქით, საცობებში სიარული ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ვხვდები რამხელა პრივილეგია მაქვს ამ დროს - ყველაფერი გაჩერებულია, მე კი, მაინც ვმოძრაობ და არც დაგვიანებასა და დროის დაკარგვაზე ვნერვიულობ. ამ პრივილეგიას თან ახლავს აუცილებელი წესების დაცვა, სხვა მოძრავი მანქანანების, მოტოებისა თუ სკუტერების მიმართ დიდი ყურადღების გამოჩენა. ვესპათი ძრომიალის მუღამში შესვლა კარგია, მაგრამ მაგრამ მთავარია არ დაარღვიო წესები, იმოძრაო ფრთხილად და ყურადღებით.
“Დააა საწვავში მართლა ამდენი გეზოგება?”
Სკუტერით მოძრაობა რომ დავიწყე, რამდენიმე კვირა მანქანა სრულიად გადამავიწყდა. Როცა მომიწია სკუტერიდან მანქანაზე გადავმჯდარიყავი, მივხვდი რომ რა თანხაც მანქანით 2-3 გასვლაში მეხარჯებოდა, იგივე თანხის საწვავით სკუტერით 1-2 კვირა მოძრაობა შემეძლო.
“Და ბოლოოს მართლა ჯობია სკუტერი მანქანას?”
Ჩემთვის ორივე გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, არჩევანის დროს, კი ჩემთვის მთავარი ფაქტორები და ხასიათი და ამინდია. Მანქანით სიარული ძალიან მიყვარს, 18 წლიდან განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ბოლო დროს, ქალაქში არსებული მდგომარეობით და საწვავის ფასის გათვალიწინებით, სკუტერით მოძრაობა უფრო მეტი მოძრაობის და თავისუფლების საშუალებას მაძლევს.
ავტორი: ელენე ჭელიძე
ფოტოგრაფი: გიორგი ცუცქირიძე; ზუკა გეწაძე