ლეგენდარული სკუტერის - ვესპას დასაწყისი
ყველაფერი დაიწყო პიაჯიოს ქარხანაში, რომელსაც თავში ენრიკო პიაჯიო ედგა. ის დიდი ხანი შეპრყრობილი იყო კომფორტული ტრანსპორტის შექმნის იდეით, რომელიც შეცვლიდა იტალიელების ცხოვრებას.
1884 წელს დაარსებული კომპანია პიაჯიო, რომელიც 1915 წლიდან იტალიური სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების მომარაგებით იყო დაკავებული, ფაქტის წინაშე დადგა, უნდა ეპოვნათ პროდუქტი, რომელიც იქნებოდა დაბალ ბიუჯეტიანი და მასობრივ წარმოებაზე გათვლილი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში დაიწყო რეკოსტრუქციის პერიოდი. ქვეყნის ინფრასტრუქტურა მთლიანად ნანგრევებში აღმოჩნდა. ისედაც საცობებით დატვირთულ ქალაქებში თითქმის შეუძლებელი იყო ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება.
სწორედ ამ სამმა ფაქტორმა უბიძგა ენრიკო პიაჯიოს შეექმნა ორ ბორბლიანი ტრანსპორტი - ვესპად წოდებული მსოფლიოში პირველი სკუტერი.
MP5 Papperino - ვესპას დიზაინის პირველი პროტოტიპი და Vespa 98 - ვესპას პირველი სკუტერი
უკვდავი დიზაინი და სახელი
სკუტერის პირველი მოდელი 1944 წელს შეიქმნა, ინჟინერი Renzo Spolti-ს მიერ, MP5 Paperino, თუმცა ენრიკო პიაჯიომ ეს მოდელი დაიწუნა და დახმარება პიაჯიოს თვითმფრინავების დიზაინერს Corradino D’Ascanio-ს თხოვა, რომელიც გაგიკვირდებათ და დასანახად ვერ იტანდა მოტოციკლებს.
თავის მხრივ კორადინო საერთოდ გამოუცდელი იყო ასეთი ტრანსპორტის დიზაინში და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა საკითხს მარტივად მისდგომოდა. პიაჯიოს მთავარი მიზანი იყო, ორ ბორბლიანი, ხარისხიანი, მარტივი და კომფორტული ტრანსპორტის შექმნა. ამიტომ დიზაინის შექმნა ბოლოდან დაიწყო. პირველ რიგში დახატა ადამიანი, რომელიც უბრალოდ კომფორტულად ზის, და შემდეგ მიახატა სკუტერის დანარჩენი ნაწილები. ანუ პიროვნებას მოარგო სკუტერი და არა პირიქით, ამით მან მოახერხა შეექმნა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც იმ დროს იტალიელებს სჭირდებოდათ.
მოკლედ რომ ვთქვათ კორადინოს დიზაინის სკუტერი ენრიკო პიაჯიოს დანახვისთანავე მოეწონა და პირველი კომენტარი რაც გააკეთა ასე ჟღერდა: “Sembra una Vespa!” (ის გამოიყურება როგორც ბზიკი). სწორედ ასე დაერქვა ვესპას ვესპა და დაიწყო მსოფლიოში პირველი სკუტერის - ვესპას წარმოება.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თვითმფრინავების დიზაინერმა, შექმნა უკვდავი, კლასიკური ვიზუალი, რომელიც დღემდე ვესპას მთავარი სიამაყეა. ყველაზე საინტერესო, ისაა რომ ვესპას დიზაინი მუდმივად, ყველა დროში ახალგაზრდებზე მორგებული და თანამედროვეა, მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზუალში, 70 წლის განმავლობაში, ძირეული ცვლილებები არ ყოფილა.
მისი დიზაინის უნიკალურობას ხაზს უსვამს ისიც, რომ ვესპა მსოფლიოში ყველაზე მეტი ანალოგის მქონე სკუტერია. შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ვესპას ვიზუალი სკუტერის კლასიკურ ვიზუალად იქცა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მაშინ როცა ვესპას დიზაინი 40-იან წლებში შეიქმნა, 90-იან წლებშიც კი ბევრი რეტრო სკუტერი ვესპას ინსპირაციით იქმნებოდა და დღემდე ჩვენთვის, ყველასთვის, საყვარელი სკუტერებია. ამის ძალიან კარგი მაგალითი ჯიორნოა, რომლის დანახვისთანავე მიხვდებით ვესპასთან კავშირს.
ალბათ გასაკვირიც არაა, მსოფლიოში პირველი სკუტერის ყველაზე მეტი ანალოგი რომ არსებობს. როგორც უკვე გითხარით სკუტერების უმეტესობა ვესპას დიზაინის ინსპირაციით არის შექმნილი, თუმცა არსებობს სკუტერები, რომლებიც ერთი-ერთში ცდილობენ ვესპას გადაკოპირებას. მაგრამ გააკეთო პატენტი ვესპა, ვესპაზე დაბალ ფასად და თან შეინარჩუნო მაღალი ხარისხი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სკუტერების მწარმოებლებისთვის.
ვესპა რომაულ არდადეგებში
ყველას გვახსოვს გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი ფილმში “რომაული არდადეგები”, როგორ დადიოდნენ ვესპას სკუტერით რომში. ეს კადრები ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ მომენტად დარჩა ჩვენს მეხსიარებაში. სწორედ ამ ფილმმა ითამაშა გარდამტეხი როლი ვესპას სტილის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ 1950 წლისთვის ვესპა საკმაოდ აქტუალური ტრანსპორტი იყო, 1953 წელს ფილმის გამოსვლის შემდეგ ვესპას გაყიდვები თითქმის ორჯერ გაიზარდა. ამას მოყვა ჯეიმს დინის, ჯონ ვეინის, მარლონ ბრანდოს და ჩარლტონ ჰესტონის გამოჩენა ვესპაზე.
ვესპა დღემდე არ კარგავს აქტუალობას ისეთ ვარსკვლავებში, როგორებიც არიან მიხაელ შუმახერი, ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, ემა უოტსონი და სხვა მრავალი, რომლებიც ვესპას ყველა სხვა სკუტერს ამჯობინებენ.
ვესპა SXL და ვესპა LX
სად იწარმოება ვესპა?
გამოშვების დღიდან ვესპა იწარმოება იტალიაში, კერძოდ კი პონტედერაში, სადაც შვიდი ბრენდის სკუტერი მზადდება, მათშორის ვესპაც. ევროპის ბაზარზე გაყიდული ყველა ვესპა სწორედ პონტედერაშია ნაწარმოები. აზიური ბაზრისთვის კი, ვიეტნამსა და ინდოეთის ქარხანებში.
რა განსხვავებაა იტალიურ და ინდოეთში ნაწარმოებ ვესპას შორის?
ევროპელების გულის დაპყრობის შემდეგ, ვესპამ გადაწყვიტა აზრიურ ბაზარზეც დაემკვიდრებინა თავი, რადგან ძალიან კარგად აანალიზებდა იმას, რომ აზიური ბაზრისთვის იტალიაში ნაწარმოები ვესპების გაყიდვა საკმაოდ მაღალ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. და თან ძალიან ძვირი იყო აზიისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს ქარხანა აზიაშიც გაეკეთებინათ, კერძოდ ინდოეთსა და ვიეტნამში, სადაც სკუტერის წარმოება ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე ევროპაში. სწორედ ეს აძლევს საშუალებას პიაჯიოს ვესპები გაყიდოს შედარებით დაბალ ფასში და შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი.
შესაბამისად პირველი განსხვავება, რომელიც ყველასთვის შესამჩნევია არის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ინდური ვესპას ფასი თითქმის სამჯერ უფრო ნაკლებია ევროპულ ვესპასთან შედარებით, დღესდღეობით როგორც საქართველოში, ასევე ინდოეთში ვესპა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სკუტერია, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის ფასს იმ ხარისხით ამართლებს, რომელიც პიაჯიოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და მუდმივად ასე დარჩება.
ამასთან აზიაში იწარმოება მხოლოდ 2014 წლამდე დაპროექტებული მოდელები, რომლებიც ევროპაში აღარ გამოდის. Vespa LX, VXL და SXL სწორედ ის მოდელებია, რომლებიც ევროპაში 2014 წლამდე გამოდიოდა, თუმცა სამივე მოდელი ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე 2014 წლამდე გამოსული ევროპული იგივე მოდელების ძრავი და მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. გარდა ამისა ვესპას, ძველი მოდელების აზიაში წარმოებით, საშუალება ეძლევა დაადოს სკუტერებს შედარებით დაბალი ფასი და თან აზიურმა ვესპამ ევროპულ ვესპას კონკურენცია ფასის მხრივ არ გაუწიოს.
სწორედ ინდოეთიდან მოდის ჩვენს შოურუმში უმაღლესი ხარისხის, იტალიური, ყველასთვის საყვარელი ბზიკი - ვესპა.
რატომ უნდა გყავდეს ვესპა და არა სხვა სკუტერი?
მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქართველოში არსებული სკუტერებიც არაჩვეულებრივად ასრულებენ სკუტერის დანიშნულებას, ვესპას ხარისხი, ქართულ ბაზარზე არსებულ სკუტერებთან შედარებით შესამჩნევად უფრო მაღალია. ამას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
ფერები - ვესპა თავს ყოველთვის დაგახსოვრებს თავისი მკვეთრი და მარად მბზინვარე ფერებით. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი კილომეტრიც არ უნდა გაიაროს ვესპამ, ის მუდამ ინარჩუნებს თავის მიმზიდველ ფერს. ეს ყველაფერი სამ დონიანი შეღებვის იტალიური ტექნოლოგიის დამსახურებით ხდება.
მეტალის მთლიანი კორპუსი - მაშინ როცა სხვა სკუტერების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება, ვესპას სკუტერი ერთ მთლიან კორპუსზეა აწყობილი, ამასთან სხვა ქართულ ბაზარზე არსებული სკუტერებისგან განსხვავებით, რომელსაც პლასტმასის კორპუსი აქვთ, ვესპას კორპუსი მეტალისაა. ეს ორი მახასიათებელი კი ხელს უწყობს ვესპას მუდმივად შეინარჩუნოს სიმყარე და თავდაპირველი შესახედაობა.
სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა - ვესპას სირბილე, მოქნილობა და კომფორტულობა სწორედ ამ სისტემებზეა დამოკიდებული.
ვესპას ხარისხის გარდა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აქვს. სტილი და ხასიათი. ვესპა არ არის უბრალოდ სკუტერი, ვესპას ყიდვასთან ერთად ჩათვალეთ, რომ თქვენ ყიდულობთ სპონტანურ და თავასუფალ ცხოვრების სტილს, რომელსაც 70 წელზე მეტია ვესპას მოყვარულები იზიარებენ.