2024
Hero Xpulse-ს აქვს ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 18,8 ცხენის ძალას და 17,35 ნ/მ ბრუნვის მომენტს. ოთხსარქველიანი ძრავი საშუალებას გვაძლევს მაღალ სიჩქარეზე ძრავმა დატვირთვის გარეშე იმუშაოს.
Xpulse ასევე აღჭურვილია დრეკადი პლასტმასის დეტალებით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წაქცევის შემთხვევაში ამ დეტალების გატეხვის ნაცვლად მოხდეს მათი დეფორმირება.
მახასიათებლებში ასევე შედის წინა და უკანა ლედ განათება, წინა სამუხრუჭე აბეესის სისტემა და ძრავის ზეთის გაგრილების სისტემა. წინ 21 და უკან 18 დიუმიანი საბურავები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი დაბრკოლება უპრობლემოდ გადავლახოთ.