4390$-ის ექვივალენტი ლარში
ჰონდას Neo Sports Cafe სერია არის ჰონდას პასუხი იამაჰას მტ სერიას naked კატეგორიაში.
CB300R ყველაზე მაღალი კლასის ჰონდაა სკუტ სკუტში. ჰონდა ამ სერიას Neo sports cafe-ს უწოდებს და სხვადასხვა ძრავის და მიმსგავსებული დიზაინით უშვებს.
CB300R-ს აქვს 286 კუბიანი ძრავი წყლის გაგრილებით 6 სიჩქარიანი კოლოფით და მიუხედავად იმისა, რომ CB350RS-ზე მცირე მოცულობის ძრავი აქვს, მისი ძრავი გააააცილებით უფრო ძლიერია. ის 31 ცხენის ძალით და 27.5 Nm თორქით იწონებს თავს. ეს მონაცემები თანამედროვე ძრავთან ერთად მისი მცირე წონის დამსახურებაცაა - ეს მოტო სულ რაღაც 143 კგ-ს იწონის და შესაბამისად ძალიან მარტივი და სასიამოვნო სამართავია.
მაქსიმალური სიჩქარე სხვადასხვა დათვლებით 150კმ/სთ-ს აღწევს, მაგრამ მთავარი მუღამი აჩქარებაა - ერთ ცილინდრიანი 286 კუბიანი ძრავისთვის უცნაურად მაგარი აჩქარება გვაქვს - 0-100კმ/სთ 6.6 წამში, რაც ქალაქში უმეტესობა მანქანებზე უკეთესი შედეგია.
ზომაში შედარებით მოკრძალებული მოტოა - სხვადასხვა რეიტინგებით საუკეთესო ჯფომის პოზიცია აქვს 180სმ-მდე სიმაღლის ადამიანებისთვის.