2025
Honda CB125 Hornet კომფორტული, თანამედროვე და სპორტული დიზაინის ქალაქური მოტოციკლია, რომელიც შენს სწრაფ და სასიამოვნო მოგზაურობას უზრუნველყოფს ქალაქის ქუჩებში. ის აღჭურვილია 123.94 cc ძრავით, რომელიც ამ კუბატურის ჯგუფის ბაიკებისთვის გამორჩეულად სწრაფ რეაქციასა და მძლავრი მართვის შეგრძნებას გაძლევს.
მოტოციკლი გამოირჩევა სპორტული ვიზუალით. მაღალი კორპუსი და მიწიდან დაშორება მას პრაქტიკულს ხდის ქალაქსა და არათანაბარ გზებზე. მას აქვს სრული LED განათება, 4.2” ციფრული TFT დისპლეი ,Bluetooth კავშირი Honda RoadSync აპთან და USB Type-C დამტენი.
ABS სისტემა და წინა მუხრუჭი დისკზე უზრუნველყოფს სტაბილურ, უსაფრთხო და პროგნოზირებად მართვას ყოველდღიურ მოძრაობაში.
Honda CB125 Hornet იდეალური არჩევანია ახალბედა რაიდერებისთვის, ვისაც სურს სტილი, თანამედროვე ფუნქციები და ეფექტური მართვა.