სკუტერების ლეგენდარული ბრენდი ვესპა
გაიცანით VESPA SXL 150 RACING 60S, სკუტერი, რომელიც აერთიანებს 1960-იანი წლების რბოლის სტილს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს მოდელი არის იდეალური მათთვის, ვისაც სურს განიცადოს კლასიკური დიზაინის სილამაზე და მომავლის სისწრაფე და სანდოობა. მისი გამორჩეული უნიკალური რეტრო სტილი, შთაგონებულია 1960-იანი წლების რბოლის ესთეტიკით.
სკუტერს აქვს 150 უბიანი ძრავი, ინჯექტორით სწვავის მიწოდება და 10,06 ცხენის ძალა. VESPA SXL 150 RACING 60S აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და კომფორტს: ED განათება, analog/digital დაფა და USB დამტენი. ABS სამუხრუჭე სისტემა და მაღალი ხარისხის განათება ქმნიან უსაფრთხო და სტაბილურ მგზავრობას.
რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემასა და საბურავებს, მას აქვს 11 ინჩიანი ალუმინის დისკები, წინა მუხრუჭი არის დისკზე, ხოლო უკანა დრამზე. ეს მოდელი შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და პრაქტიკულობისთვის. ფართო და კომფორტული დასაჯდომი, მოსახერხებელი მართვის სისტემა და კომპაქტური ზომა უზრუნველყოფენ მარტივ და სასიამოვნო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.