2024
ვესპას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მას სხვა სკუტერებისგან განგანასხვავებს - სტილი და ხასიათია. ვესპა არ არის უბრალო სკუტერი, ვესპას ყიდვასთან ერთად თქვენ ყიდულობთ სპონტანურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს, რომელსაც 70 წელზე მეტია ვესპას მოყვარულები იზიარებენ.
გარდა ამისა, ვესპას ხარისხი ქართულ ბაზარზე არსებულ სკუტერებთან შედარებით შესამჩნევად მაღალია. რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
ფერები - ვესპა თავს ყოველთვის დაგახსოვრებს თავისი მკვეთრი და მარად მბზინვარე ფერებით. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი კილომეტრიც არ უნდა გაიაროს ვესპამ, ის მუდამ ინარჩუნებს თავის მიმზიდველ ფერს. ეს ყველაფერი სამ დონიანი შეღებვის იტალიური ტექნოლოგიის დამსახურებით ხდება.
მეტალის მთლიანი კორპუსი - მაშინ როცა სხვა სკუტერების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება, ვესპას სკუტერი ერთ მთლიან კორპუსზეა აწყობილი, ამასთან სხვა ქართულ ბაზარზე არსებული სკუტერებისგან განსხვავებით, რომელსაც პლასტმასის კორპუსი აქვთ, ვესპას კორპუსი მეტალისაა. ეს ორი მახასიათებელი კი ხელს უწყობს ვესპას მუდმივად შეინარჩუნოს სიმყარე და თავდაპირველი შესახედაობა.
სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა - ვესპას სირბილე, მოქნილობა და კომფორტულობა სწორედ ამ სისტემებზეა დამოკიდებული.
ვესპას ეს მოდელი - წინა ვესპასგან საწვავის მიწოდების სისტემით და ლედ განათებით განსხვავდება, ვესპა VXL BS6 უკვე ინჟექტორზეა, რაც მის ეკონომიურობას და ნებისმიერ ამინდში იდეალურად მუშაობას უზრინველყოფს.
ინჟექტორიანი ვესპა გვყავს როგორც 125, ასევე 150 კუბიანი, გარდა ძრავისა 150 კუბიანს აქვს ABS სამუხრუჭე სისტემა და ლედ განათება. ორივე მოდელის მახასიათებლებს და ფასებს ქვემოთ ნახავთ.
ონლაინ განვადებით ყიდვის შემთხვევაში, განვადების შევსებამდე, სკუტერის ფერის შესარჩევად მოგვწერეთ მესენჯერში ან გამოგვიარეთ შოურუმში.