მენიუ
ka
ka
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4200 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4200 ლარი
02
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 125/150 კუბი
  • ფასი: 5750 ლარი
03
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4950 ლარი
04
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 125/150 კუბი
  • ფასი: 5900 ლარი
05
იაპონიიდან შენამდე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
01
ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
02
იაპონიიდან შენამდე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
03
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
04
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
05
არ არის მარაგში
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 162.71 კუბი
  • ფასი: 6250 ლარი
01
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 5100 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2019
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4300 ლარი
03
2016-2018
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2018
  • ძრავი: 110 კუბი
არ არის მარაგში
01
პირველი ემოცია
December 25, 2019
მიმაჩნია, რომ რაღაც ახლის ათვისებისას იმაზე მეტს სწავლობ, ვიდრე უბრალოდ ეს რაღაცაა. ასე იყო ხატვის სწავლა რომ დავიწყე, ასე აღმოჩნდა საჭმელების კეთების დროსაც და არც სკუტერის ტარება ყოფილა გამონაკლისი.  ისევე მარტივად და სწრაფად რომ ვთქვა, როგორიც ეს პროცესია, საჭიროა რამდენიმე პუნქტის გათავისება:
  1. არ გეშინოდეს, მაგრამ არ დაგავიწყდეს სიფრთხილე;
  2. წონასწორობა უპირველეს ყოვლისა;
  3. აკონტროლე გაზი, არ გაგექცეს;
  4. სკუტერი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ დიდი ძალისხმევა არაა საჭირო (პირიქით), რომ გააგებინო, რა გინდა.
  5. მემგონი... მორჩა.
აქვე უნდა დავამატო, რომ ჩემთვის სკუტერის ტარების სწავლა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოსიპედის. აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ ველოსიპედზე, ცოტა არ იყოს, მიჭირს წონასწორობის დაჭერა. სკუტერზე ნაკლებად. ქალაქის ქუჩებში ჯერ არ გავსულვარ, ეს ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მელის, მაგრამ კონკრეტულად სკუტერის მართვის დამუღამებას რაც შეეხება, ამაზე ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების მეტს ვერაფერს ვიტყვი - მარტივია და სწრაფი. თუ უფრო მეტი გაინტერესებს ამ გამოცდილებაზე, მაგრამ ჯერ ის შაბათი არ დამდგარა, როცა საკუთარ თავზე შეძლებ სკუტ-სკუტში ამ ყველაფრის შეგრძნებას და შენს მეგობრებშიც ვერ გამონახე ერთი კეთილი სკუტერშიკი, მაშინ აქვე მოგიყვები ყველაფერს:   - ეს ტორმუზია. - ჯერ დაქოქილიც არაა. პირველი, რასაც ჩაჩხო მასწავლის, იასნია, ტორმუზია. მეც ზედმეტი მონდომებით ვუქნევ თავს და თან თვალებით გაზს ვეძებ. როგორც სიჩქარის უაზრო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) მოყვარულმა, ვიცი, რომ საკუთარ თავს არ-შიში კი არა, შიში უნდა დავაძალო. როგორც იქნა, გასაღები გადაატრიალეს და ის ნანატრი ხმაც გაისმა. ყველაზე კმაყოფილი იმ ფაქტით ვიყავი, რომ გაზის მიცემა ზუსტად ის სიამოვნება აღმოჩნდა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი - ხელმოსაკიდის გადატრიალება. მგონი დიდად არ უნდა გაკვირვებოდათ, ცოტახანი ორი წლის ბავშვივით უბრალოდ ამ ხელმოსაკიდს რომ ვაწვალებდი და გიჟივით ვაბღუილებდი საწყალ სკუტერს. როგორც იქნა, იქამდე მივედით, რომ სკუტერი უკანა ეზოს გზაზე გამისწორეს და გვერდით ამომიდგნენ. მე ჯერ სკუტერს ვუყურებ და მერე იმათ. „მიდი, წადი,“ მანიშნებენ თავით და მე ცოტა ვერ ვხვდები ეგ როგორ უნდა ვქნა. - გაზი მიეცი სუუულ ოდნავ, ფეხები წააყოლე და წახვალ. - ეგ კაი, მარა როდის წავალ? მივცემ ამ გაზს, ფეხებით მივფრატუნობ და როგორც კი ჰაერში ვწევ, ეგრევე გვერდზე ვყირავდები. ისევ თავიდან. მივდივარ, მივათრევ ამ სკუტერს და თან ვფიქრობ, „ამას ისევ ველოსიპედი სჯობს, მსუბუქი მაინცაა.“ მივხვდი, თუ არ გავრისკავდი, არაფერი მეშველებოდა, ვივლიდით ფეხით მე და სკუტერი. „ანუ, მოდი, წესიერად მივცემ გაზს და უცებ ავწევ,“ ვფიქრობ ჩემთვის და დამთავრებული არ მაქვს აზრი, რომ ფეხების მაგივრად ბორბლები მაბია. როგორც კი გამიხარდა, ეგრევე დავკარგე წონასწორობა, მაგრამ მერე რა, უკვე მკიდია. ისევ გაზი და ისევ ფეხების ნაცვლად ბორბლები. რაც უფრო მეტად ვუთამამდებოდი, მით უფრო აშკარა ხდებოდა ჩემთვის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცხოვრებაში რამე არ გამომსვლია, საკუთარი თავის უნდობლობა იყო. ესეც პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილი სკუტერისგან. მოკლედ, ბევრი ვიარე წინ და უკან, სანამ წონასწორობის დაჭერა კარგად არ გავითავისე. ვიწრო გზაზე მოხვევა მიჭირდა და ამიტომ ფეხებით მივათრევდი სკუტერს ჯერ უკან, მერე წინ და გვერდზე, მერე ისევ უკან, მერე ისევ წინ და უფრო გვერდზე... ამასობაში ჩაჩხოც მეწეოდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მე უკვე მეორე ბოლოსკენ მივქროდი და ისიც უკან მომსდევდა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. პირველი შესვენებისას საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. ხელები სულ დაჭიმული და ფეხებში - კანკალი. უგემრიელესი ადრენალინი. მერე ამიხსნეს, რომ ეგ ნერვიულობის ბრალიც იყო, დაძაბული ვიყავი და ხელებს ზედმეტად ვტვირთავდი. - რეალურად საერთოდ არ გეღლება ხელები, ნელ-ნელა დაამუღამებ და მიხვდები, რომ დატვირთვა მკლავებზე საერთოდ არ მოდის. - მიხსნის წინ და უკან სირბილით გულამოვარდნილი ჩაჩხო, სანამ ადრენალინზე არანაკლებ გემრიელ ცხელ შოკოლადს შევექცევით. ხელმეორედ რომ მოვაჯექი სკუტერს, პირველ რიგში ბოლომდე მოდუნება ვცადე და მალევე მივხვდი, რომ ჩაჩხო სავსებით მართალი იყო. მანდ ვიგრძენი პირველად ის სიმსუბუქე და თავისუფლება, რასაც სკუტერის ყველაზე დიდ პლიუსად მისახელებდნენ. კიდევ ერთ-ორი წრის შემდეგ მარტო ცხვირწინ ყურებასაც შევეშვი და გვერდზეც გავიხედ-გამოვიხედე. რაც უფრო მშვიდად და თავისუფლად ვმართავდი, მით უფრო ჩემიანი ხდებოდა. ცალკე ტიპად ვეღარ აღვიქვამდი და მეგონა, რომ ჩემზე კარგად იცოდა სად მივდიოდი. გაფიქრებასაც ვერ ვასწრებდი „აქ მინდა მოვუხვიო-მეთქი“, რომ უკვე მოხვეული მქონდა. ფეხების არსებობაც ხომ სულ დამავიწყდა - სრულიად ბუნებრივად, უბრალოდ ბორბლები გამომება. სკუტერზე რომ ზიხარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს უბრალოდ შენთვის მისეირნობ, ოღონდ, თავისთავად, ბევრად ჩქარა და დაღლილობის გარეშე. უკვე მგონია, რომ მე სკუტერი ვარ და სკუტერი კიდევ - მე. ვგრძნობ, როგორ მშვიდად ვარ და ჩემი „გეშინოდეს, ფრთხილად იყავი“ ფიქრებიც ნელ-ნელა ქრება, გაზს ვუმატებ და... რა თქმა უნდა, ორმოც აქ უნდა გამოჩნდეს. უნდა გამოვტყდე, რომ კონტროლის პირველად დაკარგვამ ცოტა დამძაბა, მაგრამ ესეც ფეხის რამეზე წამოდებას უფრო გავს, ვიდრე ცალკე მყოფი სკუტერის ცალკე მყოფი მეს მიერ ვერ დამორჩილებას. ვჩერდები და ვაქრობ. სნოუბორდზე პირველად რომ დავდექი, ჩემმა მეგობარმა მითხრა ჯერ წაქცევა უნდა დაამუღამო, რომ მერე აღარ გეშინოდეს და თავისუფლად ისწავლოო. ეგ ეტაპიც გავიარე, მშვენიერი. სრულიად შემეცვალა წარმოდგენა სკუტერის ტარებაზე. თუმცა, ვხვდები, რომ იქ, მანქანებით გადატენილ გზებზე სიარული ბევრად მეტ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, თვითონ სკუტერი იმდენად მარტივი და დამყოლია, ეჭვი მაქვს არც ქუჩებში მოძრაობა უნდა გამიჭირდეს დიდად. მანქანის ტარებას რომ ვსწავლობდი (მაგრამ ვერაფრით ვისწავლე), ყველაზე დიდი პრობლემა გაბარიტების აღქმა იყო. სკუტერთან ეგ პრობლემა ვერ გექნება და ყველაზე მეტად ეგ მიხარია. წამოსვლისას ჯერ სკუტერს გამოვემშვიდობე და მერე ჩაჩხოს. ამ გამოცდილების მერე ორმაგად უფრო ტრაგიკულია სახლამდე ავტობუსით ჯაყჯაყი.
- ანა მიქატაძე (მიქატა)
1275 ნახვა
გააზიარე Facebook