ფასი განსხვავდება ფერების მიხედვით
ფასი: $3,890-ის ეკვივალენტი ლარში
როიალ ენფილდ ჰანტერ 350 შექმნილია ურბანული თავგადასავლების მოყვარულებისთვის და წარმოადგენს როიალ ენფილდის უახლეს ნამატს. ეს მოდელი განკუთვნილია ახალგაზრდა რაიდერებისთვის, რომლებიც ეძებენ კომფორტულ და მანევრირებად მოტოციკლს ქალაქის ქუჩებისთვის.
Royal Enfield Hunter 350 გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და მაღალი ფუნქციონალური მახასიათებლებით. იგი აღჭურვილია 349cc მოცულობის, ერთცილინდრიანი, ოთხტაქტიანი, ჰაერისა და ზეთის გაგრილების სისტემის მქონე ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 20.2 ცხენის ძალას.
მისი კომპაქტური და სპორტული დიზაინი, დახვეწილი საწვავის ავზი და თანამედროვე სტილისტური შტრიხები ჰანტერ 350-ს უნიკალურ და მიმზიდველს ხდის. მცირედით აგრესიული სკამის პოზიცია და მსუბუქი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მარტივ მანევრირებას ქალაქის საცობებში. Hunter 350-ს აქვს EFI სისტემა და 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რაც განაპირობებს ეფექტურ და გლუვ მართვას.
Hunter 350-ს აქვს ანალოგური და ციფრული ინსტრუმენტების პანელი, რომელიც აჩვენებს სიჩქარეს, ბრუნს, საწვავის დონეს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ასევე, მას აქვს USB დამტენი პორტი, ნავიგაციის სისტემა და თანამედროვე სტილის LED უკანა განათებები კომფორტული მოგზაურობისთვის.
ჰანთერ 350 აღჭურვილია წინა ბორბალზე დისკითა და Dual-channel ABS სისტემით, რაც ზრდის უსაფრთხოებას. გაუმჯობესებული ამორტიზატორები კი უზრუნველყოფს უკეთეს მართვას ურბანულ გარემოში - ეს ყველაფერი ზრდის კომფორტს და სტაბილურობას.
საბოლოოდ, Hunter 350 იდეალური კომბინაცია სტილის, ფუნქციონალურობისა და უსაფრთხოების - ის ზედგამოჭრილია ქალაქში კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის.