1949 წელი იყო ის პერიოდი, როდესაც ქალების შეკრება სკუტერის რალისთვის გიჟურ იდეად აღიქმებოდა, თუმცა ''ვესპისტი" ქალბატონების 200-ზე მეტი ფანი ამ ფაქტს არ დაეთანხმა.
1949 წლის 25 სექტემბერს, სტრესაში ჩატარდა ქალთა პირველი შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო იტალიის ახლად შექმნილი Vespa Club-ის მიერ. სტრესაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნეაპოლიდან, რომიდან, მანტუადან, ვისენცადან, ალესანდრიიდან, კრემონადან, ტრიესტიდან და იტალიის სხვა ქალაქებიდან რალიში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბა ორასი ქალი „ვესპისტი“. "Rivista Piaggio" ენთუზიაზმით ხაზს უსვამს ღონისძიების არაჩვეულებრივ ხასიათს, რომელიც შესაძლოა პირველი იყო იტალიაში.
"ვესპისტებს" შორის იყო ათი კანდიდატი "მის ვესპა 1950"-ის ტიტულისთვის, რომელსაც პარფიუმერიის კომპანია GI.VI.EMME-ის (იტალიური სილამაზის პირველი კონკურსების პრომოუტერი) ჟიური შეაფასებდა. გამარჯვებული გახდა გრაზიელა ბუონტემპო ნეაპოლიდან, ნიჭით მდიდარი ქალი, რომელმაც შემდგომ საოცარი გზა გაიარა თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი კოლექციონერი და მფარველი და ასევე რომის საერთაშორისო ხელოვნების შეხვედრების დამფუძნებელი.
ეს ისტორიული ფაქტი არის ცოცხალი მოწმობა იმისა, თუ როგორ ახერხებდა ვესპა, დაარსების დღიდან, ყოფილიყო ქალთა რეალიზაციის გზის თანმხლები, რაც წარმოადგენდა მათ სურვილს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
ჰოდა,
შაბათს, 30 მარტს, ორბორბლიანი ტრანსპორტის ქალი მძღოლების საერთო მსვლელობა მოეწყობა! ოღონდ, ამჯერად თბილისში და ამჯერად 2024 წელს!
შეკრება 13:00 საათზე სკუტ სკუტის შოურუმთან, გ.ჩუბინაშვილის 63 ნომერში დაიწყება, რის შემდეგაც წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს ერთად გავივლით და მთელ ქვეყანას დავანახებთ, რომ ქალებს შეუძლიათ, უყვართ და გამოსდით ორბორბლიანი ტრანსპორტის მართვა.
გელოდებით ქალების მარშზე! დაფიქსირდი ბმულზე.