125 კუბიან სეგმენტში ყველაზე სწრაფი სკუტერი: 0-60 კმ/სთ 7.6 წამში!
Hero Xoom 125 ZX აერთიანებს სკუტერის სიმსუბუქეს და მოტოციკლის ხასიათს. ის 125 კუბიან სეგმენტში ყველაზე სწრაფი სკუტერია: 0-დან 60 კმ/სთ-მდე 7.6 წამში აჩქარდება, ასე რომ შუქნიშანთან ყოველთვის პირველი დაიძრები.
124.6 კუბიანი ინჟექტორიანი ძრავი 9.8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. i3s ტექნოლოგია კი ხანგრძლივი გაჩერებისას ძრავს თავად თიშავს და საწვავს ზოგავს.
14 დიუმიანი დიდი თვლები და 120 მმ სიგანის უკანა საბურავი სტაბილურობას და კომფორტს ინარჩუნებს უსწორმასწორო გზაზეც. წინა დისკური მუხრუჭი ზუსტ და უსაფრთხო გაჩერებას უზრუნველყოფს.
LED პროექტორიანი ფარი, სეგმენტში პირველი თანმიმდევრული LED მოხვევის მაჩვენებლები, განათებული სტარტის ღილაკი, turn-by-turn ნავიგაცია, წინა საბარგული USB პორტით და ბარგის განყოფილების განათება - ყველაფერი, რაც ქალაქში ყოველდღიური მგზავრობისთვის გჭირდება.
*1100 ლარიანი ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაზე და წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში.