156 კუბი, 14.8 ცხენის ძალა და 115 კმ/სთ – მაქსი-სკუტერის ხასიათი ქალაქისთვის!
Hero Xoom 160 მაქსი-სკუტერის კომფორტსა და ძალას ქალაქისთვის მოსახერხებელ ზომაში გთავაზობს. 156 კუბიანი, სითხით გაგრილებადი ინჟექტორიანი ძრავი 14.8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 115 კმ/სთ-მდე აჩქარდება, ამიტომ ქალაქგარეთ გასვლაც უპრობლემოდ შეგიძლია.
ფართო 14 დიუმიანი საბურავები, ორი უკანა ამორტიზატორი და წინა ABS ნებისმიერ გზაზე სტაბილურ და უსაფრთხო სვლას უზრუნველყოფს. i3s ტექნოლოგია შუქნიშანთან ძრავას თავად აჩერებს, ამიტომ 100 კმ-ზე მხოლოდ 2.5 ლიტრ საწვავს ხარჯავს.
ჭკვიანი გასაღები, სრულად LED განათება, LCD დაფა და USB დამტენი – ყველაფერი, რაც ყოველდღიური მგზავრობისთვის გჭირდება.