Hero Lectro C4+ ელექტროველოსიპედია ქალაქში მარტივი ყოველდღიური გადაადგილებისთვის. 250 ვტ ძრავი 25 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებაში გეხმარება, 5.8 Ah ბატარეის ერთი დატენვა კი დაახლოებით 30 კმ-ს ყოფნის, რაც სამსახურში, სასწავლებელში ან მაღაზიაში წასასვლელად საკმარისია.
დატენვას 3–4 საათი სჭირდება, დისკური მუხრუჭები საიმედო დამუხრუჭებას უზრუნველყოფს, ერთსიჩქარიანი კონსტრუქცია კი ველოსიპედს მარტივს ხდის. ელექტროძრავის დახმარებით მგზავრობა ნაკლებად დამღლელია. Hero Lectro-ს ელექტროველოსიპედები ნახე სკუტ სკუტის შოურუმებში, თბილისსა და ბათუმში.