მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 650 კუბი
  • ფასი: 18603 ლარი
05
როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ სკუტერს
May 12, 2020

...დაა შენ შეიძინე ახალი ჰონდას სკუტერი სკუტ სკუტში

ეხლა რა ხდება?

გარდა იმისა, რომ ეხლა თავისუფალი ტრანსპორტით უნდა დატკბე და წახვიდე ყველგან, სადაც გაგიხარდება თითქმის უფასოდ და უმტკივნეულოდ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შენი სკუტერის მოვლის სულ რამოდენიმე რჩევა სკუტ სკუტისგან: გარანტია - შენი სკუტერი არის წარმოებული ჰონდას ქარხანაში, ინდოეთში. ამ ქვეყანაში იციან როგორ აწარმოონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ეკონომიური სკუტერები. არც შენი სკუტერია გამონაკლისი, თუმცა, იმისთვის, რომ მისი ყველა ამ ღირებულებით დიდი ხნის განმავლობაში დატკბე, საჭიროა დაიცვა სულ რამოდენიმე რეკომენდაცია:   სკუტერის გასახმარისება, ე.წ. აბკატკა: შენი სკუტერის ძრავი არის ახალი, ის დაქოქეს სულ რამოდენიმე წუთით ქარხანაში შემოწმებისას და ასევე სულ რამოდენიმე წუთით ჩვენთან შემოწმებისას. ახალ ძრავს კი უყვარს ფაქიზად მოპყრობა. ჰოდნას სკუტერებზე აბკატკას გავდივართ დაახლოებით 750-1000 კილომეტრის განმალობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ იარო ჩქარა და რაც უფრო მნიშვნელოვანია არ იარო ძრავის მაღალი დატვირთვით. საუკეთესო იქნება, თუ სკუტერის აქსელერატორის სახელურს გასახმარისების პერიოდში გადაწევ დაახლოებით ნახევარ ბრუნზე, იმის მიხედვით 110 კუბიანი სკუტერი გყავს თუ 125, სწორ ზედაპირზე, ერთი ადამიანით, დაახლოებით 50-70 კილომეტრ/საათამდე ივლი. გახურება: მიუხედავად იმისა, სკუტერი ახალია თუ ძველი, ცივი ძრავის გახურება მნიშვნელოვანია. გასახმარისების პერიოდში, სკუტერის გახურება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან, როგორც ზევით აღვნიშნეთ ყველა ახალ ძრავს ძალიან დიდი სიფაქიზით უნდა მოვეპყრათ. თუ შენ სკუტერს აქვს მექანიკური სასი (ე.წ. პადსოსი), აუცილებლად გამოწიე ცივზე დაქოქვისას, დაელოდე დაახლოებით 1-2 წუთი ზაფხულში და 4-5 წუთი ზამთარში და მხოლოდ ამის შემდეგ შეწიე და დაიწყე მგზავრობა. კარგი იქნება, თუ ამ ნაწილს ჩვევად იქცევ და გასახმარისების შემდეგაც გაახურებ ხოლმე ძრავს. თუ შენს სკუტერს აქვს ელექტრონული სასი (ე.წ. პადსოსი) უბრალოდ დაქოქე და აღნიშნული დროის განმავლობაში ნუ დაძრავ სკუტერს. გასახმარისების მანძილის გავლის შემდეგ, აუცილებლად უნდა შეცვალო ზეთი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გადახვიდე სკუტერის ჩვეულ ექსპლუატაციაზე. ეს საკმაოდ მცირე კომპრომისია, იმასთან შედარებით, თუ რამხელა რესურსით მოგემსახურება სკუტერი გასახმარისების შემდგომ. რაც შეეხება სკუტერის მომდევნო პერიოდში მოვლას, ჩვენი რეკომენდაციები შემდეგია: ზეთის გამოცვლა: გასახმარისების შემდეგ, შეცვალე ზეთი ყოველ 3000 კილომეტრში ან უფრო ნაკლებში. გარანტიის პერიოდში ზეთი აუცილებლად იცვლება მხოლოდ ჩვენთან, თუ უფრო ხშირად გამოცვლი ზეთს, აგაშენებს ღმერთი, უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ 3000 კმ-ს არ გადააჭარბო ზეთის გამოუცვლელად. გარანტია: 1) პლომბი სტიკერები - არ ააძრო სკუტ სკუტის პლომბი სტიკერები გარანტიის პერიოდის  განმავლობაში. შენ წარმოიდგინე და არსებობენ თაღლითები, რომლებიც ჩვენი გარანტიის პირობებით ბოროტად სარგებლობენ. ამისგან დასაცავად გვაქვს პლომბი სტიკერები, რომლებითაც უმალ მივხვდებით, ხომ არ გამოიცვალა რაიმე ნაწილი ჩვენი ცოდნის გარეშე. თუ რაიმე მიზეზის გამო, პლომბი მოგიძვრა, აუცილებლად ჩაგვაყენე საქმის კურსში და მოიყვანე სკუტერი ახალი პლომბის დასადებად, რათა არ შეიქმნას პრობლემა საგარანტიო სერვისთან დაკავშირებით. 2) ვიყოთ ხაზზე -  ნებისმიერი პრობლემის გამოჩენისას ძალიან საჩქაროდ დაგვიკავშირდე ჩვენ და გეტყვით შეიძლება თუ არა სკუტერის ექსპლუატაცია გააგრძელოთ თუნდაც ჩვენთან მოყვანამდე. 3) ცვეთადი და არაცვეთადი ნაწილები - დააკვირდი ხელშეკრულებასთან ერთად მოცემულ სერვისის ცხრილს, იქ არის რეკომენდაციები, დაახლოებით რამდენ ხანში ერთხელ მოგიწევს სხვადასხვა ცვეთადი ნაწილების შეცვლა. გახსოვდეს, რომ გარანტიის პერიოდში სავალდებულოა მხოლოდ ჩვენთან ჩაუტარდეს სერვისი და ამის მერეც, შენს ჰონდას სკუტერზე სკუტ სკუტში ყველაზე კარგად მოგემსახურებით, რადგან მხოლოდ ჩვენ გვაქვს ჰონდას ორიგინალი ნაწილები. სხვა მოვლის პირობებს რაც შეეხება, სკუტ სკუტი გირჩევთ შემდეგს: ქურდობა: ნუ დატოვებთ სკუტერს დაუბმელს ღამის განმავლობაში. დღისით მოპარვის ფაქტები უკიდურესად იშვიათია, ქურდები ძირითადად ღამით მუშაობენ. საუკეთესო თუ გაქვთ ფარეხი, რომელიც იკეტება. თუ გაქვთ დაცული ეზო ან სადარბაზო, ესეც მშვენიერია, მაგრამ თუ სკუტერის ქუჩაში დაყენება გიწევთ, უმჯობესია დააყენოთ კამერებით აღჭურვილ შენობასთან და აუცილებლად დააბათ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სიგნალიზაციით, რომელსაც უკვე ბევრი კომპანია აყენებს და არ ჯდება ძვირი. ზამთარში შენახვა: თუ აპირებთ სკუტერის დიდი ხნით მიტოვებას, განსაკუთრებით ზამთარში, ჩვენი რჩევა იქნება შემდეგი: 1) გაავსოთ ბენზინის ავზი ბენზინით, რომ არ დაიჟანგოს. 2) ჩახსნათ აკუმულატორი ან იდეალურ შემთხვევაში ამოიღოთ და შეინახოთ სახლში. 3) გადააფაროთ რაიმე, რათა დაიცვათ ფილტრი და კარბურატორი მტვრისგან და არ მოგიწიოთ შემდეგ ამ ნაწილების წმენდა. 4) დიდი ხნის უმოძრაოდ ყოფნის შემდეგ, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი და გაატარეთ დიაგნოსტიკა მცოდნე ადამიანთან, სასურველია ისევ და ისევ ჩვენთან. მგონი ბევრი არ არის. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, შეგიძლია იყო მშვიდად და არხეინად. ამ ყველაფერს რთულად ნუ შეხედავ, სკუტერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ცხოვრებას გაგიმარტივებს და უფრო გაგიფერადებს. ახალი სკუტერები შეგიძლია ნახო აქ: ახალი სკუტერები თუ შენ ჩვენგან სხვა სკუტერი იყიდე, წაიკითხე მისი მოვლის პირობები შემდეგ ლინკებზე: როგორ მოვუაროთ მეორად სკუტერს როგორ მოვუაროთ ვესპას ახალ სკუტერს როგორ მოვუაროთ ჰონდას ახალ მოტოციკლს

მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

2315 ნახვა
გააზიარე Facebook