მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 155 კუბი
  • ფასი: 7830 ლარი
05
ჯაბას ტური – მთელი ევროპა ჩვენ ვიქნებით
April 22, 2019
   დიახ მეგობრებო, ეს მე ვარ ე.წ სკუტერ-მოგზაური - 10 თებერვალს თბილისიდან წავედი ლისაბონის მიმართულებით სამხრეთ ევროპის გავლით და უკან დავბრუნდი ჩრდილოეთ ევროპის გავლით 13 აპრილს  - გავიარე 21 ქვეყანა, 15000 კმ, ვნახე უამრავი დიდი თუ პატარა ქალაქი, ღირშესანიშნაობები, შევხვდი უამრავ მოგზაურს, რომლებიც მოგზაურობდნენ თვითმფრინავით, ავტობუსით, მანქანით, მოტოციკლეტით, ველოსიპედით და თქვენ წარმოიდგინეთ ფეხითაც კი (ეს უკანასკნელი მოგზაურობის სტილი ნამდვილ გაოცებას იწვევს ჩემში - ბრავო!). მოდი ვთქვათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დავსვათ საჭირო კითხვები:
  • ვიყავი თუ არა მოცლილი ადამიანი? არა - 18 წლის ასაკიდან ვმუშაობდი და კარიერულ კიბეზე ნელ-ნელა ავდიოდი მაღლა და მაღლა.
  • ვიცოდი თუ არა სკუტერის ტარება? არა - მოტო გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, 5 გაკვეთილის შემდეგ მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გავედი და წარმატებით ჩავაბარე.
  • ვიცოდი თუ არა მოტო მოგზაურობის შესახებ რაიმე? არა -  2 თვის განმავლობაში ინტერნეტში მაქსიმალურად მოვიძიე ყველა საჭირო ინფორმაცია მოტო და სკუტერით მოგზაურებზე.
  • მქონდა თუ არა მოგზაურობის თანხა? არა - 100-მდე ქართული კომპანიის ელექტრონული საფოსტო მისამართი ამოვიწერე და წინასწარ დაწერილი სამოგზაურო პროგრამა გავუგზავნე იმ იმედით, რომ ვინმე დაინტერესდებოდა.
ზედმეტად ბევრი „არა“ პასუხი გვაქვს, მაგრამ რეალურად სკუტერით მოგზაურობა ევროპის გარშემო შედგა - შედგა წარმატებით და მშვიდობიანად - ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე.     

ისმის კითხვა - რანაირად?!

2015 წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა დენზელ ვაშინგტონმა დილარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე თქვა - „გქონდეს ოცნებები, მაგრამ გქონდეს მიზნებიც; რადგან თუ მიზნები არ გექნება - ოცნება ოცნებად დარჩება“. მე მიზანი დავისახე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი მის სისრულეში მოყვანას და საბოლოო ჯამში - ოცნებაც ავიხდინე! მე და სკუტერი - ჩემს მეგზურად და მეგობრად ავირჩიე ჰონდა ნავი – 110 კუბატურიანი ძრავის მქონე სკუტერიმოტოს ვიზუალით. რატომ სკუტერი? პირველ რიგში გეტყვით, რომ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა მოპედებზე და მათ მახასიათებლებზე. მე პირადად ავტომოყვარული ვარ და ნამდვილად არ მეგონა „ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავი“ სკუტერით სიარული ქალაქის ქუჩებში. მაშ, რატომ მომივიდა აზრად სკუტერით მემოგზაურა კონტინენტის გარშემო? ვწერ და მეც მეცინება ამ კითხვის არსზე, თუმცა პასუხი მარტივია და ჩემთვის მნიშვნელოვანი - სკუტერი არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არის ავტომობილზე ეკონომიური და არ არის ისეთი სწრაფი, როგორიც მოტოციკლეტი - ნაკლები ხარჯი და ნაკლები სისწრაფე ჩემთვის ნიშნავდა მეტ დანაზოგს და მეტ უსაფრთხოებას. დასვათ კიდევ უფრო დამაზუსტებელი კითხვა - რატომ მაინცდამაინც სკუტერი ჰონდა ნავი? ვიცოდი რამე მის შესახებ? არა - მაგრამ კითხვების დასმას წინ რა უდგას ხომ?! მეც დავიწყე კითხვების დასმა - მსოფლიოში არსებული კომპანიებიდან რომლებია წამყვანი მოტოს და სკუტერის წარმოებაში? რომელი მათგანი შეიძლება რომ საქართველოში მოვიძიო? და თუ არსებობს ასეთი - მათი მომხმარებლები რას ამბობენ ამა თუ იმ მოპედზე? დავსვი კითხვები და პასუხიც მივიღე - თბილისში არსებობს ჰონდას ფირმის ახალი მოპედები, ჰონდა ნავი იყო მასიურად გავრცელებული სკუტერი, მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ, წვა 100 კმ-ზე 2.5 ლიტრი ბენზინი, იგი ბაზარზე უკვე 1 წელი არსებობდა მომხმარებლებში და მათი ნაამბობიდან დავასკვენი - რომ ახალი ჰონდა ნავი იქნებოდა ის სკუტერი, რომელიც გაუძლებდა ყველა იმ დატვირთვას, რაც გზად შემხვდებოდა, იქნებოდა ეკონომიური და ბრენდის ხარისხიდან გამომდინარე არ დამაღალატებდა. ეჭვგარეშეა - მე არჩევანში არ შევცდი! მაშასადამე, მყავს სკუტერი და მაქვს დაფინანსება - წავედით მეგობრებო! მე და ჰონდა ნავი გავუდექით გზას - გზა, რომელიც გადაჭიმული იყო ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე  დედაქალაქ თბილისიდან ევროპის უკიდურეს დასავლეთით მდებარე დედაქალაქ ლისაბონამდე. ჰო, კარგით, აზერბაიჯანი და მისი დედაქალაქი ბაქო ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ნება მომეცით ეს ფრაზა გამოვიყენო - მსიამოვნებს უზომოდ მე და ჰონდა ნავი, აღვიჭურვეთ ყველა საჭირო ინვენტარით - ცვეთადი ნაწილები, შესაბამისი ქანჩები,  დამატებითი საწვავის ავზი, პირველადი დახმარების ჩანთა, ზამთრის დათბილული დამცავი ამუნიცია, საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები და რაც მთავარია - სურვილი მენახა ევროპა, ნამდვილი ევროპა, რომელიც იმალებოდა არა მხოლოდ მეგაპოლისებში და დიდ ქალაქებში, არამედ პატარა და ულამაზეს ქალაქებსა და სოფლებში. მეშინოდა თუ არა?! ადამიანს შიშის გრძნობა გეუფლება, მაშინ როდესაც არ ხარ შენს თავში დარწმუნებული. მე მჯეროდა ჩემი თავის და სკუტერის; მჯეროდა, რომ გადავლახავდით ყველა დაბრკოლებას, გავუძლებდით ყველა კლიმატურ პირობას, ყველა გზას - რადგან მე მოპედს მოვუფრთხილდებოდი, ის კი მე მომიფრთხილდებოდა - აი ასეთი იყო ჩვენი დამოკიდებულება მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ერთმანეთის გარდა განა ვინ გვყავდა სხვა?!    საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისევ ხორვატია, სლოვენია, იტალია, საფრანგეთი(სამხრეთ ნაწილი), ესპანეთი(ცენტრალური ნაწილი), პორტუგალია, ესპანეთი (ჩრდილოეთ ნაწილი), საფრანგეთი(ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი), ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და ისევ თურქეთის გავლით საქართველოში - ესაა იმ ქვეყნების ჩამონათვალი რაც გავიარეთ და რასაც დასჭირდა დაახლოებით 2 თვე. გადაადგილებისთვის ვიყენებდით მხოლოდ დღის სინათლეს, დღიურად გავდიოდით საშუალოდ 300 კმ-ს, ვისვენებდით საათში ერთხელ და ამ ყველაფრისთვის საკმარისი იყო 5-6.5 საათი. იყო თუ არა მოგზაურობის დროს პრობლემა მოპედთან დაკავშირებით? დიახ, ასეთი შემთხვევა 2-ჯერ იყო - პირველი როდესაც საბურავი დაზიანდა და სათადარიგო საბურავით შევცვალე და - მეორე, როდესაც კარბურატორის გაწმენდა გახდა საჭირო. ჩემდა საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში სახელოსნო ახლოს იყო და არ მომიწია სკუტერის ხელით ტარება დიდ მანძილზე. ვიღლებოდი თუ არა? რა თქმა უნდა ვიღლებოდი, მაგრამ დღის ბოლოს როდესაც ვნახულობდი ამა თუ იმ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ვათვალიერებდი ქუჩებს, სახლებს, ვგრძნობდი ცხოვრების სტილს და ყოველდღე რაღაც ახლის აღმოჩენაში ვიყავი - ეს მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას და ვივსებოდი ენერგიით.    თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჰონდა ნავიმ ვნახეთ ევროპა და ვიცით რა არის ესა თუ ის ქვეყანა. რატომ? კითხვაზე კითხვით მოგმართავთ - როდესაც ერთი ქვეყნის 3 დიდ ქალაქს მაინც ნახავთ - ალბათ იტყვით რომ იცით ეს ქვეყანა უკვე ხომ?! აი მე და ჰონდა ნავიმ ვნახეთ თითოეული ქვეყნის დიდი ქალაქები, პატარა ქალაქები, სოფლები, მცირე დასახლებები; მეტსაც გეტყვით - გვახსოვს და ვიხსენებთ თითოეულ მოსახვევს, ასფალტის საფარს, საგზაო ნიშნანს, სახლების განლაგებას, პარკებს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ დეტალს. ნატვრად მქონდა, ნეტავ ვინმეს გამოგონებული ჰქონოდა ისეთი ვიდეო გადასაღები აპარატურა, რომელსაც თვალში ჩავიდგავდი და თვალის ერთ დახამხამებაზე დაიწყებდა ჩაწერას, ხოლო ორ დახამხამებაზე გამოირთვებოდა ალბათ ეგ დროც არ არის შორს. რა შემიძლია გითხრათ კიდევ?! ვიცი რასაც გეტყვით - ის, რაც მე დავგეგმე და შევასრულე ნამდვილად არ იყო ადვილი; ადვილი, რომ ყოფილიყო ყველა მოიქცეოდა ასე ჩემამდე; მაგრამ უნდა ვთქვა ისიც - რომ ეს არ იყო რთული. მოინდომეთ, კარგად დაგეგმეთ, დაისახეთ პატარა მიზნები და ის დიდ ოცნებამდე მიგიყვანთ.   

მთელი მსოფლიო ჩვენ ვიქნებით!  

4524 ნახვა
გააზიარე Facebook