Aprilia-ს 175 კუბიანი სპორტული სკუტერი MotoGP-ის სარბოლო დიზაინით
Aprilia SR-GP Replica 175 hp-e სპეციალური გამოშვებაა, რომელიც Aprilia-ს MotoGP-ის სარბოლო მოტოციკლის, RS-GP25-ის დიზაინს იმეორებს – სწორედ იმ მანქანის, რომლითაც ხორხე მარტინი და მარკო ბეძეკი ასპარეზობენ. მატ შავ კორპუსს წითელი და იისფერი გრაფიკა, მრბოლელების ნომრები და მატი შავი სახელური და სპოილერი ამშვენებს.
სკუტერს აქვს 175 კუბიანი, ერთცილინდრიანი, 4-ტაქტიანი ინჟექტორიანი ძრავი, რომელიც 13.26 ცხენის ძალას და 14.14 Nm მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს. CVT ტრანსმისია სწრაფ აჩქარებას უზრუნველყოფს, ხოლო წინა დისკური მუხრუჭი ABS-ით და 14 დიუმიანი, ყველა ტიპის გზისთვის განკუთვნილი საბურავები ნებისმიერ ზედაპირზე თავდაჯერებულ მართვას გაძლევს.
5 დიუმიანი ფერადი TFT ეკრანი Bluetooth-ით (ნავიგაცია, ზარები, მუსიკა), სრულად LED განათება და შავი დისკები წითელი ზოლებით – Aprilia-ს სარბოლო ხასიათი ქალაქის ქუჩებისთვის.