მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7400 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 13900 ლარი
02
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 400 კუბი
  • ფასი: 19500 ლარი
03
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 16550 ლარი
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • სიმძლავრე: 3.1 კილოვატი
  • ფასი: 15400 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
01
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
01
ტექნიკური მონაცემები
02
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
03
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 75-100 კმ
  • ფასი: 5950
04
ნიუს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 45კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 55-75კმ
  • ფასი: 6090 ლარი
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 350 კუბი
  • ფასი: 11732 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19572 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 321 კუბი
  • ფასი: 19852 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 450 კუბი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 650 კუბი
  • ფასი: 18603 ლარი
05
ვესპა – ქალების ემანსიპაციის სიმბოლო
March 6, 2024

1945 წელს სამყაროს მოევლინა ვესპა, იტალიის, რევოლუციის და რაც ყველაზე მთავარია - ქალების ემანსიპაციის სიმბოლო

  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ქალების ცხოვრება მნიშვნელოვნად იცვლება.  მანამდე ქალების საქმეთა სიაში იყო: სახლის საქმეების ჯეროვნად შესრულება, ბავშვთა აღზრდა, ოჯახის უფროსი თაობის (ბებია-ბაბუის) მოვლა-მსახურება და/ან მიწასთან მუშაობა.  დროთა განმავლობაში კი ქალები მიხვდნენ, რომ აღნიშნული “მოვალეობებით” სულაც არ იწყებოდა და არ მთავრდებოდა მათი ცხოვრება. მათი პოტენციალი და შესაძლებლობები ბევრად მეტი იყო, ვიდრე აქამდე არსებულ საქმეთა სია.  შესაბამისად, სწორედ ამ დროს, იწყება ქალების საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად აღიარება. 1946 წლის მარტში ქალები მოიპოვებენ ხმის მიცემის უფლებასაც. დღის წესრიგში დგება სქესთა თანასწორუფლებიანობის საკითხი. ეს ყველაფერი შედეგად გვაძლევს იმას, რომ ქალები გამოდიან ასპარეზზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი სოციალურ და კორპორაციულ ცხოვრებაში. ისინი იწყებენ მუშაობას ისეთ პოზიციებზე, რომლებიც აქამდე ექსკლუზიურად კაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ქალებს ნელ-ნელა ვხვდებით თითქმის ყველა სექტორში, როგორც ჩვეულებრივ თანამშრომლებად, ისე მენეჯერებად. ვესპას დიზაინი სრულად იყო აგებული და დაფუძნებული ქალების საჭიროებებსა და კომფორტზე, ნებისმიერ ქალს უნდა შეძლებოდა სირცხვილის და უხერხულობის გარეშე ემართა ეს ტრანსპორტი, განსაკუთრებით, ქვედაბოლოთი ან კაბით, ამიტომაც არის მისი დიზაინი რევოლუციური. ვესპა უნდა ყოფილიყო ყველასთვის.  ფილმის “Enrico Piaggio – Un sogno italiano” ერთ-ერთი მონაკვეთში, როდესაც პიაჯიოს ქარხანაში სკუტერს ტესტავენ, ქალ თანამშრომლებს სთხოვენ სკუტერის მართვას, რაზეც ისინი უარს ამბობენ იმის გამო, რომ შეუძლებელია კაბით სკუტერზე დაჯდომა. ამის გამო დიზაინერებსა და ინჟინრებს ახალი დავალება აქვთ - მოარგონ სკუტერის დიზაინი ქალებს. (იხ. ვიდეო - 33:10 წთ)  

ვესპას უნიკალურმა, მოხერხებულმა და სწორმა დიზაინმა წაახალისა ქალები, რომ შემომსხდარიყვნენ ვესპაზე, დაემსხვრიათ სოციალური ბარიერები, გამოწვევის წინაშე დაეყენებინათ არსებული ნორმები და ეპოვათ საკუთარი გზა.

  უდავოა, რომ რევოლუციურმა ვესპამ გააუმჯობესა ქალების, იტალიელებისა და არა მხოლოდ იტალიელების ცხოვრების ხარისხი. მისი ტარება დაკავშირებული იყო გაძლიერების განცდასა და თავისუფლების მოპოვებასთან. ვესპა გახდა ქალების დამოუკიდებლობის სიმბოლო, რადგან სწორედ მან მისცა ქალებს თავისუფლად, დამოუკიდებლად და დაცულად გადაადგილების შესაძლებლობა (სამსახურში წასვლა, სოციალურ აქტივობებში ჩართვა, გართობა და უბრალოდ ცხოვრება...). გამომდინარე აქედან, ვესპამ ხელი შეუწყო ქალების ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. ვესპა იყო არა მხოლოდ მოქნილი, ხელმისაწვდომი, მარტივი და პრაქტიკული, არამედ ელეგანტური, თავდაჯერებული, ავტონომიური ტრანსპორტი. ვესპა იყო და არის საკუთარი გზის პოვნის თავისუფლება.  ამ ყველაფრის პარალელურად,  გამოდის ლეგენდარული ფილმი “რომაული არდადეგები”, რომელშიც ვესპა არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თავგადასავლებისა და საკუთარი თავის პოვნის საშუალებაა. მეტიც, ვესპა არის თანამედროვე ცხოვრების სიმბოლო.   ვესპაზე კატაობა პრინცესა ანასთვის არ არის მხოლოდ რომის დათვალიერება, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ხმისა და არჩევანის პოვნის გზა. ვესპა იქცევა სოციალური ნორმების, საზოგადოების მოლოდინებისა და წესების მსხვრევის სიმბოლოდ, რადგან პრინცესა ანა, რომელსაც სამეფო ცხოვრება და ამ ცხოვრების წესების მორჩილება უწევდა, თავად იწყებს დამოუკიდებელი, ერთი შეხედვით “გიჟური” გადაწყვეტილებების მიღებას და შეიგრძნობს მარტივი და პატარა მომენტებით შექმნილ ბედნიერებასა და თავისუფლებას. (იხ. ვიდეო) The Vespa: A Book for the Symbol of the Dolce Vita – Yakymour აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ვესპას მარკეტინგულ კამპანიებსა და სარეკლამო მასალებში უმეტესად ვხვდებით ქალებს, რომლებიც წარმოჩენილნი არიან სხვადასხვა ამპლუაში და ხაზგასმულია მათი უსაზღვრო შესაძლებლობები. დროდადრო ამ კამპანიებმა დიდი როლი ითამაშეს ქალთა გაძლიერებასა და წახალისებაში. (იხ. ვიდეო) 1951 წლიდან ვესპა ყოველწლიურად უშვებდა ილუსტრირებულ კალენდარს, რომელზე სხვადასხვა პროფესიის, ცხოვრების სტილის, გარეგნობისა და ხასიათის ქალები იყვნენ წარმოდგენილნი. კალენდარი ხაზს უსვამდა არა მხოლოდ ქალების მშვენიერებასა და სილამაზეს, არამედ მათ დამოუკიდებლობას, გონიერებასა და სიძლიერეს. წლებთან ერთად ძალიან ბევრი კოლექციონერი გულდასმით ინახავდა და აგროვებდა თითოეულ გამოშვებას. 80-იანი წლების პერიოდიდან ვესპას მძღოლების უმეტესობა ქალები არიან, ვესპა უკვე ადგილს იმკვიდრებს როგორც არა მხოლოდ იდეალური გადაადგილების საშუალება, არამედ როგორც თვითგამოხატვის ფორმა, სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო და ხალისისა და ბედნიერების მომტანი.  დღეს ვესპა აგრძელებს ქალთა გაძლიერებას, პარალელურად ფეხს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ცვალებად ცხოვრების სტილს. ანამედროვე ვესპები ბევრად უფრო ეკომეგობრული, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულია. ქალი რაიდერები ქმნიან სოც.მედია ჯგუფებს და აარსებენ კომუნებს, მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და აორგანიზებენ შეკრებებსა და რბოლებს.   აქვე გიტოვებთ ვესპას პირველი ქალთა რალის წარმატების შესახებ ბლოგს.   და ბოლოს, როგორც იტალიელები ამბობენ, La Vespa è Donna, ანუ ვესპა ქალია - ვესპა ქალია როგორც ხასიათითა და სიმბოლიკით, ისე მორფოლოგიურადაც და იტალიურად მას მდედრობითი სქესის არტიკლი აქვს.    

ქალებო ამა ქვეყნისა, გავესპიანდით!

  თუ სურვილი გაგიჩნდა, რომ სკუტერისტი ქალების რიგებში შენც აღმოჩნდე, მზად ვართ, უფასოდ გასწავლოთ სკუტერის მართვა და პირველი ტარების ემოცია საუკეთესო გარემოში გაჩუქოთ! დარეგისტრირდი აქ.      
765 ნახვა
გააზიარე Facebook