მენიუ
ka
ka
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7100 ლარი
01
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7300 ლარი
02
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 125 კუბი
  • ფასი: 4880
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 160 კუბი
  • ფასი: 6580 ლარი
  • გარანტია: 2 წელი/24000კმ
04
შენი მომავალი სკუტერი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2024
  • ძრავი: 150 კუბი
  • ფასი: 7200 ლარი
05
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
  • გარანტია: 1 თვე
არ არის მარაგში
01
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
02
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
03
ჰონდა ჯიორნო 4 ტაქტიანი ინჟექტორზე
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავის ტიპი: 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
04
1 თვიანი გარანტიით
ტექნიკური მონაცემები
  • მდგომარეობა: მეორადი
  • ძრავი: 49 კუბი
  • ძრავი:ს ტიპი 4 ტაქტიანი
  • ადგილები: 1
არ არის მარაგში
05
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 75 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 70-80 კმ
  • ფასი: 8450 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
02
ლენოვოს ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 25-30 კმ
  • ფასი: 1299 ლარი
03
ტექნიკური მონაცემები
04
სეგვეის ელექტრო სკუტერები
ტექნიკური მონაცემები
  • სიჩქარე: 25 კმ/სთ
  • დაფარვის მანძილი: 40 კმ
  • ფასი: 1549
05
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 312 კუბი
  • ფასი: 15993 ლარი
01
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 185 კუბი
  • ფასი: 6990 ლარი
02
დაბალკუბიანი ქალაქის მოტოციკლი
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 110 კუბი
  • ფასი: 4350
03
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 313 კუბი
  • ფასი: 17157 ლარი
04
ტექნიკური მონაცემები
  • წარმოების წელი: 2023
  • ძრავი: 300 კუბი
  • ფასი: 8990
05
რა ვუშველოთ ქალაქს?
December 5, 2019
საკმაოდ დიდხანს ყველგან დაგვიანების ამბავი უბრალოდ ქართველების ხასიათი მეგონა. პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ ეგ ხასიათის კი არა, მემგონი ქალაქის ბრალია. ფეხით მოვუყვები აღმაშენებელს და სულ უკან ვიხედები, 126 ნომერი მარშუტკა რომ არ გამეპაროს. დღეს ონლაინ ბანკისგან ჩემი უპასუხისმგებლო ხარჯვის მანერის დამადასტურებელი საბუთი, ე.წ. თვიური მიმოხილვა, მივიღე. როგორც არ უნდა გამკვირვებოდა, აღმოჩნდა, რომ თურმე ტაქსი ისეთივე წამგებიანი ყოფილა შენი ჯიბისთვის, როგორც სიგარეტი. მოკლედ, მივუყვები აღმაშენებელს და აი, უკვე ხიდამდე ჩავედი, რომ 126-იც გამოჩნდა. ვუქნევ ხელს გამწარებული და... მძღოლიც მიქნევს უკან. ნურას უკაცრავად, სადღაა თქვენი ადგილი! განაგრძო გზა ჩემმა მარშუტკამ, მე კი დავრჩი გაშეშებული. გამიმართლა, რომ შეხვედრიდან მოვდივარ და არა - პირიქით. რაღა დამრჩენია და ფეხით ვაგრძელებ გზას, ტაქსს (დღეს მაინც) ხომ პრინციპულად არ ვაჩერებ! 5 ლარის დანაზოგი ერთი საათის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, იმ დღეს 126 ნომერი თვალით აღარ მინახავს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აღმოვაჩინე, რატომ აგვიანებს ყველას ყველგან. თბილისში გადაადგილება იმ ამოცანას გავს, ყველა პასუხი რომ არასწორია. მემგონი, თვითონ ამოცანაშია პრობლემა... ტაქსი - გაძვირდა და კიდევ უფრო ძვირდება; საზოგადო ტრანსპორტი - აბა სად არის? ან თვითონ თუ არის, ადგილი არ არის; ფეხით? - სადამდე ივლი ფეხით; მანქანა? - არააა, პარკინგს იმდენი ხანი უნდა, მაგას ისევ ფეხით სჯობს. მართლა სახლებში ხომ არ შევიყვანთ ამ მანქანებს?! პოლიციამ გადასასვლელზე ბოლო სკუტერიც გაატარა და ახლა ხალხის მაგივრად ტრანსპორტს აღუდგა წინ. ახალი ქუჩა გადაუკეტიათ და მოძრაობას აკონტროლებენ. ძალიან მახარებს ის ფაქტი, ყველგან სარემონტო სამუშაოებს რომ ვხედავ - იქნებ რამე ვუშველოთ ქალაქს. განახლების პროცესში ვართ და ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს... მაგრამ, მეორეს მხრივ, გული მისკდება რომ ვუფიქრდები, კიდევ რამდენი ხანი დაგვჭირდება ‘განახლებისთვის’. თან საათს ვუყურებ და ვცდილობ დაახლოებით გამოვთვალო, ამ დიდი გასეირნების მაგივრად ჩემი ულევი საქმეების რა ნაწილს მოვიშორებდი. ეს საცობებიც თითქოს უფრო და უფრო იზრდება და იწელება როგორც დროში, ისე მასშტაბებშიც. ვუყურებ გზებს და გულში ვფიქრობ, კიდევ კარგი ფეხით მაინც მივიზლაზნები და არა მანქანით-მეთქი. მაგრამ, სულ ასე ხომ არ ვივლი, მართლა და მართლა?! ველოსიპედი რომ ვიყიდო? თითქოს გამოჩნდა იმედი... მაგრამ, ამ გზებზე?? პრინციპში, ხომ ანახლებენ? პეკინზე უკვე არის ველოსიპედების სავალი და დაამატებენ სხვაგანაც. უკვე ჭკუაში დამიჯდა ეს იდეა. ამასობაში სახლსაც მივუახლოვდი და კიბეების გახსენებაზე უცებ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებიც ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ ამაზე ფიქრი აღარ დამცალდა, ვიღაც მირეკავს: - რას შვები, სად ხარ? - თათუა. - სახლში ავდივარ, შენ? - სამსახურიდან გამოვდივარ. წამო ყავაზე რა, მანდვე როა, რა ქვია? - მმ... - სანამ იმის თქმა მოვასწარი, შენს მოსვლამდე ყავის დალევასაც მოვასწრებ და სახლში ასვლასაც-მეთქი, 5 წუთში მანდ ვიქნებიო, მომაყარა და გამითიშა. მარჯანიშვილიდან ვაკემდე 5 წუთში, ჰაჰაჰ, კაი რა, მოტყუებაც არის და მოტყუებაც. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ დღეს მუშაობა არ მეწერა. განა რამე - არ ვნახავდი თათუს და წავიდოდი სახლში, მაგრამ რაღაც წუწუნის ხასიათზე დავდექი. მეგობართან მაინც ხომ შეიძლება ჩივილი! გადავწყვიტე გზა დამეგრძელებინა, ლოდინის დრო (ანუ ერთი ნახევარი საათი მაინც) რომ შემემცირებინა. უკვე უნდა ჩავუხვიო კაფესთან და ამასობაში თათუ არ მირეკავს?!   - სად ხარ? მოვედი მე უკვე. - ესე მალე საიდან! - დავეწიე მეც და ვეკითხები გაოგნებული. თითქოს სკუტერზე რომ ზის ეგ საკმარისი პასუხი არაა. - 8 წუთში მოვედი! - დახედა მობილურს აღფრთოვანებულმა. - აი! დავჯექი თუ არა! ხო გეუბნებოდი ძაან მარტივია სწავლათქო. ხო გამოვედი მარტო ჰაა?! - სკუტერი, ჰო, სკუტერი! ეგ როგორ არ მომაფიქრდა! - რამდენი ხანი დაგჭირდა? - ვეკითხები, როგორც კი კაფეში შევედით. - რისთვის? - სწავლისთვის. - სწავლით მეხუთე თუ მეექვსე დაჯდომაზე ვისწავლე, ეგეც იმიტო გამეწელა, რო ველოსიპედის ტარება არ ვიცოდი მანამდე და წონასწორობის დაჭერის ამბავი იყო. ქუჩაში კიდე ვერ გამოვდიოდი ცოტა ხანი, სულ მეგონა, რომ გვერდზე გადავყირავდებოდი, ან მანქანას გავედებოდი. მარა აუუ! დღეს მეორედ ვიყავი უკვე მარტო და რა მაგარი გრძნობაა! ვინც კიდე მარშუტკაში შეეჭუჭყოს... - მარტო ვერ გამოდიოდი რას ნიშნავს? ვინმე გეჯდა ხოლმე უკან? - ვაფშე არ მისმენ ხოლმე რო გელაპარაკები? – ცდილობს გაბრაზებას ყურებზე გადასული ღიმილით და აშკარად არ გამოსდის. - ხოო, ეგ პრობლემა მაქვს, კი, მაპატიე... - რას ვიფიქრებდი, რომ ხანდახან სამსახურის ამბებს რაღაც საინტერესოსაც აყოლებდა ხოლმე. თურმე უკვე უნდა მცოდნოდა, რომ ერთი თვეა, რაც ტარება კი ისწავლა, მაგრამ მანქანების ეშინოდა და სანამ არ მიეჩვია, მარტო არ დადიოდა. უკან გამოყვებოდა ამ ამბავში უკვე დახელოვნებულ თანამშრომლებს და მათ მოძრაობებს იმეორებდა. დაბნეული მძღოლიდან ‘სკუტ-მასტერად’ იმ დღესვე იქცა, როცა ბოლომდე დაძლია შიშები. თურმე ამდენი ხნის ნასწავლი ყველა წესი და ტექნიკა ამ შიშების უკან იმალებოდა. - დღეს მემგონი პირველად არ დამაგვიანდა სამსახურში, პროსტა ისე მინდოდა მალე დავმჯდარიყავი, დაჟე ერთი ორი წრის დარტყმაც მოვასწარი სანამ გავაჩერებდი! რა მაგარი გრძნობაა იცი? კარგად რო ვისწავლი მერე მოგისვამ უკან - მეუბნება ამაყად. - ეხლა მარტო კი კარგად ვატარებ, მარა მაინც, თავიდან ვამუღამებდი ტორმუზს როდის დააჭირო, საიდან დაიწყო მოხვევა, აი, მაგალითად, გვერდზე რო მანქანა მოგყვება და შენ გახვევა გინდა ესე... - რა საინტერესოა, სკუტერი. შიშით მე არ მეშინია ტარების და ანუ მალე ვისწავლი? ნელ-ნელა  თათუს ვეწევი აღფრთოვანებაში. - რამდენ ბენზინს წვავს? და შენი რა მოდელია? ხშირად ხო არ ფუჭდება? ნაწილები იშოვება? და რო რამე, მოხატვაც მოსულა? ზამთარში რას აპირებ? აუ იმ ხელთათმანებს ვიშოვი გლოვოს ტიპებს რო უკეთიათ ნეტა? განვადება ხო ექნებათ სკუტერებზე? ისე, ყველა სკუტერით რატო არ დადის?  - კითხვას კითხვაზე ვაყრი და ვხვდები რომ უკვე პროსტა კი არა, სერიოზულად ვფიქრობ სკუტერზე. თათუც მპასუხობს და მპასუხობს. მოკლედ, ბოლოს იქამდეც მივედით, რომ განვითარების ხუთწლიანი გეგმა დავსახეთ, სადაც ყველა მანქანა სკუტერებით ჩავანაცვლეთ. აი, როგორ ვუშველით ქალაქს! წარმოიდგინე რა მაგარი იქნება, მთელ ქვეყანაში მარტო სკუტერებით რომ მოძრაობდეს ხალხი! ტროტუარზე მანქანებს შორის ძრომიალი რომ არ გიწევს და პარკინგის პრობლემა რას ნიშნავს საერთოდ ვერ ხვდები, თან ყველგან იმდენ ხანში რომ მიდიხარ, რამდენი ხანიც მართლა უნდა იქ მისვლას... აქამდე რაზე ვფიქრობდით?  
ავტორი: ანა მიქატაძე (მიქატა)
4037 ნახვა
გააზიარე Facebook