სკუტერის მძღოლებისთვის უმთავრესი და უპირველესი მტერი ცივი და სუსხიანი ზამთარია, რომლის დადგომის პირველივე წამსაც სკუტერების უმეტესობა მზის სინათლეს ემშვიდობება და ზოგიერთი მათგანი ავტოფარეხში, ზოგი სახლის ეზოში და ზოგიც საწყობში იკავებს ადგილს. ეგ იმიტომ, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, თანამედროვე სამყაროში ყველაფრის გაკეთება კომფორტულად და უსაფრთხოდ რომ არის შესაძლებელი - მათ შორის, ზამთარში სკუტერით გადაადგილებაც. ჰოდა, რეალურად, ზამთრის რაიდები გაცილებით სასიამოვნო და ადრენალინის მომგვრელია, თუ უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავ და სათანადო ეკიპირებით აღიჭურვები. ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ზამთარში უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენს სკუტერს მტვერი არ დაედოს და საცობების ქარცეცხლში დაბრუნება არ მოგიწიოს:
ზამთრის ეკიპირება
სკუტერზე ტარებისას სიცივე იმაზე მეტად იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, თუმცა სწორი ეკიპირება ამ პრობლემას მარტივად ჭრის. სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად თერმული ტანსაცმელი საუკეთესო გამოსავალია. მეტიც, შეგიძლია
ზამთრის ეკიპირებით შენი სკუტერიც აღჭურვო.
ტუკანო ურბანო იტალიური ბრენდია, რომელიც მრავალი წელია სკუტერებისა და მოტოებისთვის ეკიპირებასა და აქსესუარებს აწარმოებს და დახვეწილი იტალიური სტილით, კომფორტითა და დაცულობის მაღალი დონით გამოირჩევა. სკუტ სკუტი საქართველოში ტუკანო ურბანოს ოფიციალური წარმომადგენელია. შოურუმში ამ ბრენდისთვის გამოყოფილ სპეციალურ კუთხეში შეხვდები ყველანაირ
ეკიპირებას: ქარგაუმტარ და წყალგამძლე ქურთუკებს, შარვლებს, ჩაფხუტებს, ხელთათმანებს, თერმო ტანსაცმელს, სკუტთათმანებს, სკუტერზე გადასაფარებლებსა და კიდევ ბევრ სხვა აქსესუარს, რომლებიც გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.
განსაკუთრებით კომფორტული და პოპულარული პროდუქტია
„თერმოსქუდი“, სკუტერის თერმული გადასაფარებელი, რომელიც სკუტერზე მაგრდება და დათბილული შიდა ფენით მძღოლს კიდურებს უფარავს. ზამთარში ევროპული ქალაქების ქუჩებში
თერმოსქუდს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით - როგორც ზამთრის უმთავრეს აქსესუარს სკუტერის მძღოლებისთვის. დახვეწილი იტალიური სტილის, მაღალი ხარისხისა და კომფორტის სინთეზს ტუკანოს სხვა აქსესუარების მსგავსად, ამ პროდუქტშიც მარტივად შეამჩნევთ.
ზამთრის საბურავები
ზამთარში სკუტერის მძღოლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შემცირებული მოჭიდებაა. დაბალი ტემპერატურის, წვიმის, თოვლის და მოყინული გზების გამო ზედაპირები ხდება მოლიპული, რაც ზრდის ავარიების რისკს. ამის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად დაგჭირდება მაღალი ხარისხის ზამთრის საბურავები, რომლებიც მოლიპულ ზედაპირებზე გაძლიერებულ მოჭიმვას და, შესაბამისად, უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.
ზამთრის მაღალხარისხიან საბურავებს სულ მალე შეგიძლია
სკუტ სკუტის სერვისში მოაკითხო და ქალაქის ყველაზე გამოცდილ ხელოსნებთან გაიარო კონსულტაცია.
მეტი ხილვადობა
იმის გამო, რომ ზამთრის დღეები უფრო მოკლე და არაპროგნოზირებადია, შესაძლოა, არასასურველი ამინდის პირობებში ხილვადობა გაუარესდეს. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ეცადე, იყო უფრო ხილვადი სხვა მძღოლებისთვის. აღიჭურვე ნათელი,
ამრეკლავი ტანსაცმლითა და აქსესუარებით. მნიშვნელოვანია სათანადო განათებაც, ამიტომ შეამოწმე, რომ შენი სკუტერის ფარები, უკანა შუქები და მოხვევის სიგნალები იყოს გამართულ მდგომარეობაში.
ნაკლები სიჩქარე
ზამთარში მოძრაობა მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. შეამცირე სიჩქარე და გაზარდე სხვა ტრანსპორტთან დაშორების მანძილი, მოერიდე უეცარ აჩქარებას/შენელებას და მკვეთრ მოხვევას, რადგან ამ ქმედებებმა შესაძლოა მოლიპულ ზედაპირებზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს.
გაერკვიე გზების მდგომარეობაში
ისევ და ისევ ზამთრის ამინდის არაპროგნოზირებადობის გამო, გზების მდგომარეობა და სავალი პირობები შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მოძრაობის დაწყებამდე წინასწარ გაერკვიე შენს მარშრუტსა და ამინდის პროგნოზში, ყოველთვის გქონდეს ალტერნატიული გეგმა და იყავი მზად ცვლილებებისთვის: საბარგულში იქონიე სპეციალური
საწვიმარი, შემოსაცმელი შარვალი და მსგავსი ეკიპირება.
აკონტროლე მუხრუჭები
გამართული სამუხრუჭე სისტემა სკუტერის ეფექტურად მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ზამთრის დაწყებამდე აუცილებლად დარწმუნდი, რომ მუხრუჭები საუკეთესო მდგომარეობაშია. რეგულარულად შეამოწმე სამუხრუჭე ხუნდები, სითხის დონე და რეაგირება. გარდა ამისა, მიეჩვიე ნელ დამუხრუჭებას, რომ ყინულოვან ზედაპირებზე მოცურებისგან თავი დაიზღვიო.
სისტემატურად შეამოწმე სითხის დონე
დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა სკუტერში არსებული სითხეების სიბლანტეზე იქონიოს გავლენა, ამიტომ რეგულარულად შეამოწმე და შეინარჩუნე ძრავის ზეთის, სამუხრუჭე სითხისა და გამაგრილებლის შესაბამისი დონე. სითხის ადეკვატური დონე ხელს უწყობს გამარტივებულ მოძრაობას და ამცირებს მექანიკური პრობლემების რისკს ზამთარში. ასე რომ, სკუტ სკუტის
სერვისში აუცილებლად უნდა გამოიარო.
მოემზადე საგანგებო სიტუაციებისთვის
ყოველთვის მზად იყავი გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის. საბარგულში იქონიე პირველადი დახმარების ნაკრები, ტელეფონის დამტენი და სხვა საჭირო ნივთები. მოულოდნელობისთვის მზადყოფნამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შენს კეთილდღეობაზე.
მოკლედ, თუ ზამთარში სკუტერით ან მოტოთი მოძრაობის გადაწყვეტილებას მიიღებ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. ისიც გახსოვდეს, რომ სკუტ სკუტში საჭირო ეკიპირების შესარჩევად და სწორი რეკომენდაციების მისაღებად ნებისმიერ დროს შეგიძლია შემოვლა!