Honda Livo Disk ეკონომიური 110 კუბიანი მოტოციკლია ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. 100 კმ-ზე დაახლოებით 1.3–1.7 ლიტრს ხარჯავს, 8 ლიტრიანი ავზით კი ბენზინის ჩასასხმელად ძალიან იშვიათად მოგიწევს გაჩერება. 4-სიჩქარიანი კოლოფი და 111 კგ წონა მართვას მარტივს ხდის.
მაქსიმალური სიჩქარე 95 კმ/სთ-ია, დისკური მუხრუჭი კი უსაფრთხო დამუხრუჭებაში გეხმარება. მოტოციკლს 2 წლის ან 24 000 კმ-ის გარანტია აქვს, მომსახურებას კი სკუტ სკუტის შოურუმებში, თბილისსა და ბათუმში მიიღებ.