ყოველდღიურ ცხოვრებაში, საქმეებში დაკარგულებს ხშირად გვავიწყდება, მივცეთ ჩვენს თავებს უფლება, გავთავისუფლდეთ ყოველდღიური სტრესისგან და ვაკეთოთ ის რაც გვაბედნიერებს. Რა არ ვცადე, იოგა, ვარჯიში, სეირნობა, თერაპია, ძვირადღირებული ყავით სეირნობა და მუსიკის მოსმენა, მაგრამ არა, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა, რომ თავი კარგად მეგრძნო და ცოტახნით ყოველდღიურ სტრესს გავქცეოდი.